Saatchi & Saatchi London და Deutsche Telekom-ის თანამშრომლობით შექმნილი, ინოვაციური The Lenz აპლიკაცია, მომხმარებლებს კონტენტის აღქმის სახალისო და საინტერესო საშუალებას სთავაზობს. აპლიკაცია, სპეციალურად, Telekom Electronic Beats-ის მუსიკისა და Lifestyle პროგრამისთვის შეიქმნა.
კამპანიის კონცეფციაზე Saatchi & Saatchi London-მა იმუშავა. მათი მიზანი Deutsche Telekom-ის სახასიათო ფერისთვის ძველებური პოპულარობის დაბრუნება იყო. გამოსავალი The Lenz აპლიკაცია აღმოჩნდა, რომლის მოქმედი პერსონაჟებიც ბრიტანული ვირტუალური ბენდი Gorillaz-ის წევრები არიან.
Deutsche Telekom-ის ბრენდული ფერი, მაჯენტა (მეწამული), ევროპის მასშტაბით უკვე გამოჩნდა. მიტოვებული შენობა, პოტერს ფილდ პარკი, მიწისქვეშა გადასასვლელი და ლონდონის ტაქსის მანქანებიც კი იასამნისფერ-ვარდისფერ ფერებში გადაიღება. სპეციალური მონაკვეთები დაიბრენდა Electronic Beats-ის ლოგოს თემატიკით. აქ გამვლელებს ხელი მიუწვდებათ Gorillaz-ის სხვადასხვა ნაცნობ თუ უცნობ ჩანაწერებზე, მუსიკალურ კლიპებზე, პერფორმანსებზე და ა.შ.
ბენდის ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომა ყველას ექნება, ვინც მობილური აპლიკაციით ისარგებლებს. მისი აქტივაციისთვის საჭიროა კამერამ ამოიცნოს რეალურ ცხოვრებაში არსებული ფერები, რომლებიც გავს მაჯენტას (მეწამული). საკმარისია სმარტფონის კამერა დავუმიზნოთ ნებისმიერ ზედაპირს, იქნება ეს კომპიუტერის ეკრანი, ფოტო თუ კარი, რომ მომხმარებელმა ეკრანზე Gorillaz-ის პერფორმანსის ყურება შეძლოს.
Deutsche Telekom-ის სერვისებს ყველაზე ნაკლებად მილენიალები იყენებენ. სწორედ ამიტომ, Saatchi & Saatchi-მ პარტნიორად მათვის მიმზიდველი, ბრიტანული ბენდი Gorillaz აირჩია. ტელეკომის აპლიკაციის მეშვეობით, მსოფლიოს უდიდესი ვირტუალური ბენდი მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.
28 აპრილს ოფიციალურად გამოვიდა Gorillaz-ის ახალი ალბომი Humanz. აპლიკაციის მომხმარებლებს სწორედ ამ ალბომის ექსკლუზიურ კლიპებთან, პირველ ლაივ პერფორმანსებთან და ბენდის ინტერვიუებთან ექნებათ წვდომა. გარდა ამისა, ზაფხულში Telekom Electronic Beats და Gorillaz კონცერტებს ჩაატარებენ პოლონეთში, უნგრეთსა და გერმანიაში. რასაკვირველია, ამ ყველაფერზე აპლიკაცია The Lenz-ის გამოყენებით ხელი მიუწვდებათ სხვა ქვეყნებში მყოფ ფანებსაც.

Saatchi & Saatchi-ის რეგიონალური აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი Jan Teulingkx: ‘’ვირტუალური ბენდი შეიძლება ყველგან დავინახოთ. ნებისმიერი მაჯენტასთან მიახლოებული ფერის ზედაპირი უკვე Gorillaz-თან დამაკავშირებელი პორტალია. ფერადი ფურცელი, მაისური, ვადაგასული ჟოლოს იუგორტი – The Lenz აპლიკაცია ამოიცნობს მათ ფერს და მომენტალურად გარდაქმნის Electronic Beats-ის კონტენტად. ძალიან მალე, შეგვეძლება ლაივ კონცერტს ვუყუროთ ჟურნალის რეკლამაზე ან ახალ ტრეკს მოვუსმინოთ სადმე ვარშავაში, კედელზე.’’
‘’The Lenz აპლიკაცია არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე მობილური ტექნოლოგია გამოვიყენოთ მუსიკის ახალი განზომილების გასახსნელად. ისეთი ინოვაციური აპლიკაციები, როგორიცაა The Lenz საშუალებას გვაძლევს, ერთი მოცემულობის მეორესთან მოხერხებულად შეჯამებისას აქამდე წარმოუდგენელი – რეალობად ვაქციოთ.’’ – ვოლფგანგ კამპბარტოლდი, Deutsche Telekom-ის საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტი.
The Lenz აპლიკაციის უფასოდ გადმოწერა ევროპის მასშტაბით ყველას შეუძლია App Store-სა და Google Play-დან. ალბომის გამოშვების შემდეგ, Gorillaz-ის ექსკლუზიურ კონტენტთან წვდომა მომხმარებლებს წლის ბოლომდე ექნებათ.
რეკლამის ეს ინოვაციური ფორმატი ფანებსა და ბენდის წევრებს შორის უშუალო ურთიერთობასაც მოიცავს. მაგალითად, შეიძლება მოულოდნელად ეკრანზე Gorillaz-ის ერთ-ერთი ვირტუალური წევრი – Murdoch გამოჩნდეს და დაგიძახოს. თუ შეამჩნიე და უპასუხე, კონტაქტი შედგება და ინფორმაციასაც გაგიზიარებს.
ამ კამპანიის ელემენტები ასევე გაიშლება ბეჭდვით, სოციალურ, გარე რეკლამის ფორმატებში, ისევე, როგორც სხვადასხვა პიარ არხებით.
მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ www.electronicbeats.net/gorillaz/













