“სამეფო კარის თამაშების” გულშემატკივრებო, ზამთარი უკვე აქ არის! ტელეარხის HBO განცხადებით, “სამეფო კარის თამაშები” (GOT) ეთერში 2019 წლის აპრილში დაბრუნდება. ამას ადასტურებს მეისი უილიამსიც, რომელიც სერიალში არიას როლს თამაშობს. ჟურნალ “Independent”-ის ცნობით, სავარაუდო თარიღი 28 აპრილია. ასე რომ, GOT-ის მოყვარულებო, დროის ათვლა დაიწყო!
შეგიძლიათ ნახოთ მერვე სეზონის ტრეილერიც.
სერიალის პროდიუსერის, ბრაიან კოგმანის, თქმით, მერვე სეზონში ყველა პერსონაჟი საერთო მტრის გასანადგურებლად გაერთიანდება.
შეგახსენებთ, რომ მეშვიდე სეზონში, თეთრი მოარულები დიდ კედელს მოუახლოვდნენ. მათ რიგებშია დრაკონიც. ხოლო, ვესტეროსის ბედი ჯონ სნოუს, დრაკონების დედის, ტირიონის, არიას, ბრანისა და წითელ ქალზეა დამოკიდებული. როგორც მოსალოდნელია, მერვე სეზონი ყველა დროის საუკეთესო სერიალის ეპიკური დასასრული იქნება.













