14
Jan
2019

ცნობილია, როდის გამოვა ეკრანებზე „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი [ახალი ტიზერი]

14 Jan 2019

უკვე ვიცით რომელ რიცხვში გამოვა ეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მასშტაბური სერიალის -„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო ნაწილი, რომელსაც 2 წელი ველოდით. სერიალის ფინალური, მე-8 სეზონის პრემიერა, HBO-ზე, 14 აპრილს შედგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, HBO ტიზერს აქვეყნებს. ტიზერის სიუჟეტი სტარკების საგვარეულო პანთეონში ვითარდება, სადაც კეტლინის, ლიანასა და ნედის ხმა გვესმის. აქ სერიალის ფანებისთვის ჩვეული უცნაურობა ხდება – პანთეონში მყოფი ჯონ სნოუ, სანსა და არია საკუთარ საფლავებს ხედავენ… ამის პარალელურად პანთეონში ყინვა აღწევს და სერიალის მთავარ გმირებს უახლოვდება. სტარკების ოჯახი, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

mBank QR
mBank QR

 

განხილვა