როგორც უკვე იცით, “სამეფო კარის თამაშების” ფინალური, მე-8 სეზონის პრემიერა, HBO-ზე, 14 აპრილს შედგება. სწორედ ბოლო სეზონის აღსანიშნავად, გადაწყდა შეზღუდული რაოდენობის “ორეოს” გამოშვება, რომელსაც სერიალთან დაკავშირებული ვიზუალი და შეფუთვა ექნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორცხობილები ბაზარზე ფინალური სეზონის მიმდინარეობისას გამოვა. ვარაუდობენ, რომ ორცხობილას ორიგინალის იდენტური გემო ექნება. თუმცა, სერიალის მოყვარულთათვის მას სიმბოლური დატვირთვა ექნება.

https://www.instagram.com/p/BuPOPqBh7XX/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again











