სიფონების მწარმოებელმა კომპანიამ SodaStream, კამპანიის ფარგლებში, “სამეფო კარის თამაშების” მსახიობები კვლავაც მიიწვია. ამჯერად, პლასტმასის ერთჯერად ბოთლებთან დასამშვიდობებლად. ვიდეორგოლში მონაწილეობენ ჰაფტორ ბიერნსონი, რომელსაც სერიალში “მთას” ეძახიან, სეპტის როლის შემსრულებელი ჰანა უედინგჰემი და ჰოდორის როლის შემსრულებელი კრისტიან ნერნი. მსახიობებს სახლში პლასტმასის ბოთლებით მიაქვთ წყალი, თუმცა ეს სასიამოვნო პროცესი სულაც არ არის.