კომპანია The California Milk Processor Board კამპანიით „მიიღე რძე?“ დაგვიბრუნდა, სადაც სხვადასხვა სერიაში ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებს უსვამს ხაზს.
მაგალითად, პირველ ნამუშევარში, მამაკაცი, რომელიც ინსომნიისგან იტანჯება, ცხვრებს ითვლის, რომ ჩაეძინოს, თუმცა როგორც კი ერთ ჭიქა რძეს დალევს, ტკბილად დაძინებას შეძლებს.
შემდეგ სერიაში, რძე წარმოჩენილია, როგორც საშუალება კუნთების გასაძლიერებლად. მორიგი ვიდეორგოლი კი, იმას ეძღვნება, თუ რამდენად კარგი ანტიდოტია რძე (სამკურნალო საშუალება ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიკური ზეგავლენის აღმოსაფხვრელად). რაც შეეხება სერიების ბოლო ნამუშევარს, ის რძისა და ჩვენი გულის ერთგულ მეგობრობას ეძღვნება.
რეკლამა სააგენტპ Gallegos United-ის მიერ შეიქმნა, ანიმაციურ სტუდია Tronco-სთან თანამშრომლობით, რომლის რეჟისორებმაც Becho & Mab ხელნაკეთი პერსონაჟები წარმოგვიდგინე.