in

Gotcha — სტარტაპი, რომელმაც მიკროემოციების ამომცნობი ტექნოლოგია შექმნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწო.

მათ შორისაა Gotcha — კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელსაც, სახის ქცევის ანალიზის საშუალებით, მიკროემოციების ამოცნობა შეუძლია. როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, ტექნოლოგია მეცნიერულ კვლევას ემყარება და მისი ერთგვარი ქულების მოდელი HR-ს ეხმარება, მომსახურების თანამშრომლების საქმიანობა მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვების საფუძველზე შეაფასოს.

ტექნოლოგიაზე უფრო დეტალურად სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, ანნა გევორგიანი მოგვიყვება.

M: ანნა, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა? რა იყო ინსპირაციის წყარო?

საგულისხმოა, რომ მე და Gotcha-ს სხვა თანადამფუძნებლებს ეს იდეა ძალიან მოულოდნელად და შემთხვევით მოგვივიდა… თავდაპირველად გვინდოდა, ფსიქოლოგიური ჩეთბოტი შეგვექმნა, რომელიც ადამიანებს დეპრესიისა და სხვა მენტალური პრობლემებისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. ერთთვიანი კვლევის შემდეგ კი ამ იდეაზე უარი ვთქვით — სანაცვლოდ, ემოციების გამოვლენის ტექნოლოგიის შექმნა გადავწყვიტეთ, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ეს ბაზარი სულ უფრო იზრდება და საკმაოდ ცოტა „მოთამაშეა“.

M: თქვენი შეფასებით, რატომ არის Gotcha-ს საქმიანობა ღირებული და მოთხოვნადი?

მარტივად რომ ვთქვათ, ღირებულება ჩვენი უნიკალურობიდან გამომდინარეობს.

1. წყარო — გამოვიყენეთ ქცევითი მეცნიერება, რომელიც დადასტურებულად ყველაზე ეფექტური გზაა ადამიანის ფარული ემოციების აღმოსაჩენად, რადგან:

  • მიკროგამოხატვას იწვევს ემოციების „უნებლიე გაჟონვა“, ანუ, ადამიანის ნამდვილი ემოციების გამოვლენა;
  • ეს ხდება წამის 1/25-ში;
  • ეს ყველას გვახასიათებს და ზოგჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა ემოციას გამოვხატავთ;
  • წარმოშობის პრევენცია შეუძლებელია;
  • ადამიანის „სახის ქცევა“ უნივერსალურია და არ არის დამოკიდებული რასობრივ, ასაკობრივ ან გენდერულ განსხვავებაზე.

2. ალგორითმი — ტექნოლოგია ჩვენს უნიკალურ ალგორითმზე დაყრდნობით შევიმუშავეთ. ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ხელსაწყოს გამოყენებით, უნიკალურ Phyton-ის ბიბლიოთეკას ვქმნით, თავისი სპეციალური ფორმულებით კოდირებით, ინტენსივობის გამოთვლებით და ა. შ.

3. სიზუსტე — სიზუსტის სავარაუდო დონეა 90-95%.

4. მოხსენება და სხვა მოწინავე ფუნქციები — ჩვენს ტექნოლოგიას ანგარიშების ცალკეული და შემაჯამებელი ტიპები აქვს, განზოგადებული რეკომენდაციით. ასევე, გვაქვს რამდენიმე დამატებითი ფუნქცია, როგორიცაა ღილაკი “facial landmark checking”, ჩანაწერების ინდივიდუალური და მასობრივი დამუშავება და ა. შ.

M: საინტერესოა, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები როგორ გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიას?

რამდენიმე კონკრეტულ კრიტერიუმს გამოვყოფ. ისინი შეძლებენ:

  1. თანამშრომლების მუშაობის შესაფასებლად, ჰქონდეთ სრული მონაცემები;
  2. ტექნოლოგია თანამშრომლების მუშაობის შეფასების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად აქციონ;
  3. მის საფუძველზე, თანამშრომლები მომხმარებელზე ორიენტირებულები გახადონ;
  4. გააუმჯობესონ მომხმარებელთა კმაყოფილება და მომსახურების ხარისხი.

M: რა არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორი?

ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი ფაქტორია GDPR-ის საკითხი, რომელსაც სამიზნე ქვეყნებში სიღრმისეული კვლევის ჩატარების შემდეგ წავაწყდით. ეს პრობლემა კი ასე გადავწყვიტეთ: 1) სპეციალურად შემუშავებული მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებით, რომელიც ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებთან უნდა გაფორმდეს (გარდა ჩვეულებრივი მომსახურების ხელშეკრულებისა) და 2) ჩვენს გადაწყვეტილებებზე მორგებული სპეციალური მახასიათებლებით.

რაც შეეხება ხელშემწყობ ფაქტორებს, ეს არის საერთაშორისო გამოფენები და კონფერენციები, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი პროდუქტი (Viva Technology პარიზში; Hub Berlin ბერლინში, International Security Expo ლონდონში. ასევე, საერთაშორისო კონკურსები (საერთაშორისო ტექნიკური კონფერენცია EMERGE (რომელიც ნახევარფინალშიც მოვხვდით). განსაკუთრებით კი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებს გამოვყოფ — SAP Startup Factory by BANA, 500 Georgia.

M: თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

ვფიქრობთ, რამდენიმე გზით გავიმარჯვებთ:

  • ჩვენი მიზნობრივი მყიდველის/მომხმარებლის უკეთ გაგება;
  • ძალისხმევის გაზრდა
  • დიდი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში
  • შესანიშნავი კომუნიკაცია
  • ჩვენი ბრენდის რეპუტაციის გაზრდა
  • ინვესტიციები

M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო მიზანი?

გავხდეთ იუნიქორნ კომპანია!


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

Samsung გლობალურ პრობლემებს ძველი სურათების გარდაქმნით ასახავს

Gulf სფოთლაით 2022-ის მხარდამჭერია!