ჯპს კლუბი — ეს არის ჯპს აფთიაქის ახალი პროექტი, რომელიც სრულად მორგებულია კომპანიის ლოიალური მომხმარებლების ინტერესებზე. კლუბის წევრობა ნიშნავს უამრავ საინტერესო მასტერკლასზე, ტრენინგზე, ახალი ბრენდების პრეზენტაციებსა და ჯპს-ის დახურულ ივენთებზე დასწრების შესაძლებლობას, სადაც კლუბის წევრი მიიღებს მნიშვნელოვან რჩევებსა და ინფორმაციებს სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალებისგან. ჯპს-ის ლოიალური მომხმარებლები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, სერვისებით და ყოველი კლუბის აქტივობაზე მათ გადაეცემათ კომპანიისგან საჩუქარი. ასევე, ისინი შეძლებენ ჯპს-ის მეგობარი კომპანიებისგან სხვადასხვა ფასდაკლებისა და ბენეფიტების მიღებას.
ჯპს კლუბი თავის ლოიალურ მომხმარებლებს ძირითადად თვეში ორჯერ უმასპინძლებს, თუმცა შესაძლებელია, ინტენსივობა გაიზარდოს მოთხოვნიდან გამომდინარე. კომპანიის ყოველი აქტივობა მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება ლოიალურ მომხმარებლებზე. ჩვენ შევეცდებით, რომ ღონისძიების ადგილის, თემატიკისა და გარემოს შერჩევის პროცესში ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავითვალისწინოთ, რათა ჩვენი შეკრება მაქსიმალურად პროდუქტიული და სასიამოვნო იყოს. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სამომავლო აქტივობებზე და მრავალი საინტერესო ღონისძიება უკვე ჩანიშნული გვაქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯპს-ისთან მეგობრობა ნიშნავს ათეულობით საინტერესო და საჭირო ღონისძიებებში ჩართულობას, რაც ახალი უნარების განვითარებას, აღმოჩენას და პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს.
უკვე 27 წელია, ჯპს-იმ დაამტკიცა, რომ ნამდვილად არის აფთიაქი და მეტი. ინოვატორი და მაღალი სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი, რომლის მთავარი ღირებულება ლოიალურ მომხმარებლებზე ზრუნვაა.
ამ ეტაპზე ჩვენს გეგმებსა და აქტივობებს ერთიანად არ გაგაცნობთ, რადგანაც ყოველი მომდევნო ღონისძიება სიურპრიზი და დღესასწაული იყოს ჩვენი კლუბის წევრებისთვის.
კლუბის სიახლეებისთვის კი თვალი ადევნეთ ჯპს-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს, სადაც ხორციელდება აქტივობების შესახებ კომუნიკაცია. ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ დახურულ ჯგუფში — „ჯპს კლუბი“