ჯპს-ისა და საკალათბურთო კლუბ „ასტრალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით კომპანია საკალათბურთო გუნდის სპონსორი გახდა.
გასულ წელს ჯპს-იმ დაიწყო პროექტი „ჯანსაღი ეზო“, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნებში საკალათბურთო სივრცეები მოეწყო; სწორედ კლუბ „ასტრალთან“ თანამშრომლობა ამ პროცესის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
-“ჯპს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომპანია აქტიურად არის ჩართული სპორტულ აქტივობებში. მიგვაჩია, რომ კერძო სექტორის ჩართულობა და ახალგაზრდების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის და ეს გახდება წინაპირობა, რომ უფრო მეტი ბავშვი დაკავდეს სპორტით.

რაც შეეხება კლუბ „ასტრალს“, პერსპექტიული და მოტივირებული გუნდია, იმისათვის, რომ „ა ლიგაში“ ეთამაშათ, წარმატებით გაიარეს შესარჩევი ეტაპები და ასევე წარმატებით აგრძელებენ ასპარეზობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ირიცხებიან ასაკით პატარა მოთამაშეებიც და შესაძლებლობა აქვთ, განვითარდნენ და მიიღონ კარგი გამოცდილება. ჯპს-ისა და კლუბ „ასტრალის“ ურთიერთანამშრომლობა სრულიად დაფუძნებულია კლუბის საჭიროებებზე, რაც გუნდისა და მოთამაშეების განვითარებასა და წინსვლას შეუწყობს ხელს.

საკალათბურთო კლუბ „ასტრალის“ შესახებ ინფორმაცია:
[პარტნიორის კონტენტი]










