in

„ჯანსაღი ეზო“ – ჯპს-ს ახალი პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის

„ჯანსაღი ეზო“ ჯპს-ს ახალი პროექტია, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო – თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, კომპანიამ შექმნა საკალათბურთო სივრცე, სპეციალური მოედნითა და ყველა საჭირო ატრიბუტით. თუმცა, ეს არ არის ერთჯერადი აქცია – სხვა უბნებში, განსაკუთრებით იმ ეზოებში, სადაც სპორტული არეალი ნაკლებად განვითარებულია, ჯპს ასეთივე სივრცეების მოწყობას გეგმავს. კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტი მათი CSR-ის ნაწილია და ამით სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტული თუ ფიზიკური აქტივობებით.

ჯპს-ს მარკეტინგის სპეციალისტი სოსო ხუჯაძე ამბობს, რომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ეს ინიციატივა კი ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაკავდეს სპორტით, საკუთარ ეზოში.

„ახალი საკალათბურთო მოედანი ჯპს-სა და გაერთიანება „ახალი საზოგადოების“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ. გასულ წლებში, ბავშვები დიდ დროს უთმობდნენ ეზოში თამაშს, ახლა კი პირიქით – სულ უფრო ცოტა დროს ატარებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, სათამაშო სივრცეების ნაკლებობაც იყოს, რადგან უბნებში ტერიტორია, ძირითადად, ავტოფარეხებითა და საპარკინგე ადგილებით არის დაკავებული. ასევე, ძალიან დიდ როლს თამაშობს ტექნოლოგიების განვითარება, თუ ადრე, ყველაზე ტკბილი მოგონება დაკავშირებული იყო ეზოში თამაშთან, ნელ-ნელა ეს პროცესი გაჯეტებთან ურთიერთობამ ჩაანაცვლა. პროექტის პირველ ეტაპზე, სხვადასხვა უბანში შევხვდით მოსახლეობას. სასიხარულოა, რომ მხოლოდ დადებითი ემოციები და დიდი მოლოდინები მოდიოდა. პირველი მოედნის გახსნაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად აღვნიშნეთ, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კალათბურთელები. სხვა სათამაშო ინვენტარიც გადავეცით ბავშვებს, გვინდა, თავისუფალ დროს, გაჯეტები ეზოთი ჩაანაცვლონ“. 

„ახალი საზოგადოების“ ხელმძღვანელი ლუკა ქამუშაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს.

„ვფიქრობთ, აუცილებელია ბავშვების და ახალგაზრდების მასობრივ სპორტში ჩართვა, მათივე ეზოს სივრცეზე მორგებული სპორტული მოედნების მოწყობით. ჩვენი ამოცანაა, მათი დაინტერესება სპორტით, ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ალტერნატივის გაჩენა, ეზოების გალამაზება. მადლობა, ჯპს-ს პარტნიორობისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სოციალურ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და რაც შეიძლება მეტ ბავშვსა თუ ახალგაზრდას ჩართავს ფიზიკურ აქტივობებში“. 

 

[R]

DeepFake ვიდეოებს სახის ამომცნობი მოწინავე სისტემების მოტყუება შეუძლია!

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კამპანიების მხარდასაჭერად, კონკურსი გამოცხადდა