in

„ჯიპისის” საიუბილეო საჩუქარი! „ერბორიანი” – 30% და დამატებით, განახევრებული ფასები ჯიპისის ქულებით გადახდისას

კორეული სილამაზის საიდუმლო ახლა უკვე „ჯიპისის” სააფთიაქო ქსელშიც ხელმისაწვდომია

ბრენდი, რომელმაც მსოფლიო სილამაზის ინდუსტრია, კორეული ტრადიციებისა და ფრანგული ინოვაციების სინთეზით დაიპყრო, საქართველოში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მსოფლიო ბაზრის ლიდერი „ერბორიანი”, საკუთარი ინოვაციური ფორმულებითა და კორეული სილამაზის საიდუმლოებებით, ახლა უკვე „ჯიპისის” სააფთიაქო ქსელშიც არის წარმოდგენილი.

ბრენდი ახალ სივრცეში, ახალი პროდუქტით გამოჩნდა და კრემი, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა, უკვე საქართველოშია. ეს გახლავთ ბესტსელერი CC კრემის განახლებული და გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც წინამორბედზე ბევრად უფრო ეფექტურია. ახალ ფორმულაში დამატებულია ჰიალურონის მჟავა, რაც ჩვენი კანის ტენიანობას გააუმჯობესებს. ასევე, გაიზარდა ცენტელა აზიატიკას შემადგენლობა, 0,5% დან 2 %-ამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანის დამშვიდებისა და ბარიერის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. გაზრდილია SPF-იც. თუ წინამორბედი CC კრემი შეიცავდა 25 SPF-ს, ახლა მისი რიცხვი 30-ია, შესაბამისად, მას უფრო ძლიერი მზისგან დაცვა აქვს. ცენტელა აზიატიკასთან კომბინაციაში კი, რეფორმულირებული CC კრემი, ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო მასშტაბით, ეს CC კრემი ყოველ 12 წამში 1 ცალი იყიდება. ასე რომ, თუ CC კრემი თქვენი საყვარელი პროდუქტი იყო, ახალი ის თავს კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ. და თუ ეს პროდუქტი ჯერ არ გამოგიცდიათ, იცოდეთ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით, რადგან მის ეფექტურობაში პირველივე გამოყენებისთანავე დარწმუნდებით.

ახალი CC კრემის გარდა, ჯიპისის სააფთიაქო ქსელში, ერბორიანის სრული ასორტიმენტი არის წარმოდგენილი – ყველა ის ჰიბრიდული ფორმულა, რომელიც კანს აღადგენს და აცოცხლებს. და რადგან ჯიპისი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, 29, 30 და 31 ოქტომბერს ერბორიანის ყველა პროდუქტი -30%-იანი ფასდაკლებით დაგხვდებათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჯიპისის ქულებიც და საყვარელი პროდუქტები განახევრებული ფასით შეიძინოთ – პატარა ბონუსი, რომელიც სილამაზის რიტუალს უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

ერბორიანი იყო ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც ევროპაში BB კრემის გაყიდვა დაიწყო და ეს პროდუქტიც ბესტსელერთა სიაში მალევე ჩაეწერა. ის შედარებით მაღალი დაფარვით გამოირჩევა, თუმცა ერბორიანის super BB კრემი უზრუნველყოფს სრულ დაფარვას. ასევე, აღსანიშნავია ერბორიანის შრატ-ქონსილერიც, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების დიდ წილს იკავებს. ერბორიანის პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში სხვა ჰიბრიდული პროდუქტებითაც, როგორიცაა, მაგალითად, CC Red corrector, რომლის მწვანე პიგმენტიც ეფექტურად მალავს სიწითლეს. ჰიბრიდული საშუალებების გარდა, ერბორიანის ასორტიმენტში შედის უამრავი კანის მოვლის საშუალება დეტოქს და ბუსტხაზიდან: ლოსიონები, შრატები, დამატენიანებლები, ნიღბები და სხვა. ყველა ეს პროდუქტი კი უკვე ჯიპისის სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი.

ერბორიანის წარმატების მთავარი მიზეზი ის გამორჩეული ფორმულები აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ერბორიანის პროდუქტები არა მხოლოდ ნაკლოვანებების დასაფარად, არამედ კანის სამკურნალოდაც გამოიყენება. ერბორიანის ყველა პროდუქტი ფოკუსირებულია კანის გაჯანსაღებაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კორეული სუპერინგრედიენტების გამოყენებას. ერბორიანი 2022 წელს ყველაზე გაყიდვად პროდუქტად დასახელდა Sephora-ს პარიზის ფილიალში და უამრავი პროფესიული ჯილდოც მოიპოვა. ის Loccitane-ის ჯგუფის წევრია და მისი პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებშიც. ერბორიანის ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება და დღეს ტიკტოკზე მილიარდზე მეტ ნახვას აგროვებს.

ერბორიანის ისტორია საქართველოში 1 წლის წინ „ფარმსახლის” სააფთიაქო ქსელში დაიწყო და გამოჩენისთანავე ქართველი მომხმარებლების საყვარელ პროდუქტად იქცა. მისი ფილოსოფია –  „ეს შენი კანია – იამაყე” – სრულიად პასუხობს იმ გამოწვევებს, რასაც საქართველოს სილამაზის ბაზარი მოითხოვს. ახლა კი მისი შეძენა თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ჯიპისის აფთიაქშიც შეგიძლიათ. ასე რომ, ისიამოვნეთ ახალი გამოცდილებით და დარწმუნდით, რომ ერბორიანი თქვენს კანზე განსაკუთრებულად ზრუნავს.

[R]

საქართველოში Mitsubishi L200-ის მსოფლიოში პირველი ექსკლუზიური შოურუმი გაიხსნა

ეფექტური სტრატეგიები სტრესთან გასამკლავებლად