Spotlight დიდ სცენას სადღესასწაულო განწყობით უბრუნდება! დღე, რომელსაც სამი წელი ველოდით, ახლოვდება. 27 ნოემბერს, 700 სტუმარი თბილისში, პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მარკეტინგის თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორქშოფები, ტრენინგები… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი გზავნილია „ცდა“, რითაც ღონისძიება ყოველთვის ახლის ცდისკენ მოგვიწოდებს. Spotlight 2022-ის მეგობრებს შორისაა სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“. ღონისძიების მხარდაჭერის შესახებ, „ჯიპისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნუკა ლეჟავა გვესაუბრა.
M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?
ვფიქრობთ, რომ სპოთლაითი არის ძალიან კარგი შანსი – წარმატებული პრაქტიკოსი მენტორების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე გაიგო მნიშვნელოვანი პროექტების შექმნის, შესრულების, წარმატებისა თუ მარცხის რეალური ისტორიები. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სფეროს, ასევე მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისთვის. სფოთლაითი არის უნიკალური შესაძლებლობა უმოკლეს დროში შეიძინო, ან გაიღრმავო ცოდნა, გაიგო როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო სიახლეები და ტენდენციები, შეხვდე და გაიცნო კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, დაამყარო მათთან საქმიანი კომუნიკაცია, რაც პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
M: თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
700 ადამიანამდე დამსწრე აუდიტორია, მასტერკლასები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები, მადლობა ორგანიზატორებს იმ ხარისხისთვის, რასაც გასულ წლებში გვთავაზობდნენ, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, რადგან ღონისძიების მაშტაბებიდან გამომდინარე, ძლიერი და წარმატებული მხარდამჭერების ჩართულობა განაპირობებს ღონისძიების უკეთესი ხარისხით ჩატარებას, მისი მასშტაბების უფრო მეტად ზრდას და გაფართოვებას, შესაბამისად მეტი ადამიანის დაინტერესებას, გამოცდილების გაზიარებას.
M: თქვენთვის, როგორც ბრენდისთვის, რითაა საინტერესო სფოთლაითის მხარდაჭერა?
არის თანამედროვე, ადამიანების კეთილდღეობაზე და კარგად ყოფნაზე ორიენტირებული ინოვატორი ბრენდი, მიგვაჩნია რომ ადამიანების კარგად ყოფნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე პროფესიულ განვითარებას. ცოდნა არის ადამიანის რეალიზებისა და წარმატების მნიშვნელოვანი წყარო, ამიტომ „ჯპს“ თავის მხრივ მუდმივად ახორცილებეს და ცდილობს ადამიანებს მისცეს სხვადასვა განვითარების შესაძლებლობები.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.