28
Nov
2019

ქართული დაზღვევის შავი პარასკევი

28 Nov 2019

შავ პარასკევს 100%-იანი ფასდაკლება გელოდება ჯიპიაისგან. დიახ, ეს შესაძლებელია! გადამოწმებას კი, mygpi.ge-ზე შეძლებ. ნებისმიერ მომხმარებელს ავტორიზაციის გარეშე შეუძლია ონლაინ პლატფორმაზე შესვლა და ზუსტად 2 წუთში სასურველი დაზღვევის ყიდვა, თანაც განსაკუთრებულ ფასად.

mygpi.ge-ზე ფასდაკლებული პროდუქტების ძებნა არ მოგიწევს, რადგან სპეციალური შეთავაზება ყველა პროდუქტზე ვრცელდება. 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე შეგიძლია შეიძინო ავტომობილის, ჯანმრთელობის, ბინის, მესამე პირის პასუხისმგებლობის, სამოგზაურო, სტიქიისა და ონკოს დაზღვევა განსაკუთრებული ფასდაკლებით.

სტიქიის დაზღვევა – 100%

დიახ, არ მოგესმა! ავტომობილის დაზღვევა სტიქიური რისკებისგან 100%-იანი ფასდაკლებით, ანუ 0 ლარად შეგიძლია. კომპესაციას მაშინ მიიღებ, თუ ავტომობილი შემდეგი რისკებისგან დაზიანდა: ქარიშხალი (ძლიერი ქარის დროს ხე დაეცა და ა.შ). დატბორვა, დიდთოვლობა, მეწყერი, ღვარცოფი და მიწისძვრა.

თუ გგონია, რომ ეს რისკები ნაკლებად გემუქრება, უნდა გაგაწბილო. ამ პროგრამით “ჯიპიაი ჰოლდინგში” უკვე 120 000 ავტომობილია დაზღვეული და ანაზღაურებულმა თანხამ უკვე 70 000 ლარზე მეტი შეადგინა, რადგან ასობით ავტომობილი ზიანდება ყოველწლიურად, სწორედ ამ რისკებისგან.

ჯიპიაის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა სოციალური პროგრამაა, რომლის მიზანი დაზღვევის შესახებ ცნობადობის გაზრდა და ავტომფლობელებისთვის თუნდაც მინიმალური ფინანსური თავდაცვის მექანიზმის შექმნაა. პროგრამა მთელ საქართველოში მოქმედებს

სამოგზაურო დაზღვევა – 50%

თუ უკვე გადაწყვიტე სამოგზაუროდ წასვლა, ან ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხარ, აუცილებლად უნდა შეხვიდე mygpi.ge-ზე სამოგზაურო დაზღვევის პოლისის საყიდლად. შავი პარასკევის შეთავაზებების ფარგლებში, ჯიპიაი ნახევარ ფასად გთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ყველა ხარჯს ჯიპიაი დაგიფინანსებს.

ბინის დაზღვევა – 25%

ძლიერი ქარი, მიწისძვრა, ხანძარი, ქურდობა, ან მეზობლის ბინიდან ჩამოსული წყალი თუ ბინას დაგიზიანებთ, შეგიძლია ჯიპიაის იმედი გქონდეს, რადგან რემონტის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზარალს სრულად აგინაზღაურებენ. Black Friday ფასდაკლებაზე კი ამ პროდუქტის ყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებ.

ავტომობილის დაზღვევა – 20%

სამი დღის განმავლობაში მანქანის დაზღვევას  20%-ით ნაკლებად შეძლებ. ავტომობილის დაზღვევის პოლისით, მიიღებ სხვადასხვა სახის უფასო სერვისს.

თუ წინასწარ ვერ გათვალე საწავავის რა რაოდენობა დაგჭირდებოდა და გაგითავდა, შეგიძლია მშვიდად იყო – ჯიპიაი მოგიტანს. ხოლო თუ ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, ევაკუატორი ნებისმიერ წერტილში მოგაკითხავს და უფასოდ მოგემსახურება. საბურავის გამოცვლა თუ შენი ძლიერი მხარე არ არის, არც ეგ არის ბარიერი. შენ ხომ დაზღვეული ჯიპიაიში ხარ?!

  • ავტოდაზღვევის ჯგუფის მომსახურება 24/7 – ავტოსაგზაო შემთხვევისას
  • 1000 ლარამდე ზარალის ადგილზე ანაზღაურება
  • ზარალის გაცხადება და ანაზღაურება ონლაინ – სრული მომსახურება დისტანციურად

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა – 15%

თუ სხვის მანქანას დაეჯახე, ან  სხვისი ქონება დააზიანეთ, სწორედ ასეთ დროს დაგეხმარებათ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, რასაც შავი პარასკევის ფარგლებში 15% აკლდება. შენი მიზეზით გამოწვეულ სხვისთვის მიყენებულ ზარალს, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს.

ონკო დაზღვევა – 20%

ონკო დაზღვევის პოლისის შეძენას კი, 20%-ით ნაკლებად შეძლებ.  კიბოს რისკისგან დაზღვევა ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების დადგენის შემთხვევაში. დაზღვეულს ანაზღაურებული თანხის განკარგვა სურვილისამებრ შეუძლია.

კიბოს რისკისგან დაზღვევის ყიდვა ფასდაკლების გარეშეც ძალიან ხელმისაწვდომია. მაგალითად, 25 წლის ადამიანს თვეში მხოლოდ 3 ლარის გადახდა მოუწევს. წარმოიდგინე, რომ დამატებით შეგიძლიათ კიდევ 20%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლო.

ჯანმრთელობის დაზღვევა – 15%

ჯანმრთელობის დაზღვევა კი, ამ ოთხი დღის განმავლობაში, 15%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო. რაც გულისხმობს  პირადი ექიმის მომსახურებას, გადაუდებელ მკურნალობას, გეგმიურ გამოკვლევებს, ვიზიტებს სპეციალისტებთან, ანალიზებს, მედიკამენტებს ა.შ.

დაეზღვიე ონლაინ და ისარგებლე წლის საუკეთესო შეთავაზებებით სხვადასხვა პროდუქტზე. ჯიპიაი უკვე მესამე წელია, რაც შავი პარასკევის შეთავაზებებს სთავაზობთ მომხმარებლებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა