in

დროა, იმოგზაურო! – „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ბილაინის“ ერთობლივი პროექტი

ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), პირველად საქართველოში, მომხმარებელს ერთობლივ პროდუქტს სთავაზობენ: ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა!“

ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით. ამ ორი მომსახურების გაერთიანება მისი პოპულარულობიდან გამომდინარე გადაწყდა – საზღვარგარეთ საქმიანი მოგზაურობისას თუ დასასვენებლად გამგზავრების დროს, სამოგზაურო დაზღვევა და მობილური ინტერენტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი მომხმარებელს ფინანსებსა და დროს უზოგავს, ვინაიდან მას აღარ უწევს დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ბილაინის ვებგვერდიდან, www.beeline.ge ან მობილური აპლიკაციიდან – MyBeeline.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მობილური ოპერატორის მომსახურებაში დაზღვევის ინტეგრაცია უაღრესად ხელსაყრელია მომხმარებლისთვის და ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში. მოხარულები ვართ, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოში ჩვენ ბილაინთან ერთად გადავდგით. ეს მხოლოდ დასაწყისია – ჩვენ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ჩვენი კომპანიების ასიათასობით მომხმარებელს სარგებელს მოუტანს. კონკრეტულად ამ საპილოტე პროექტით, ბილაინის ყველა მომხმარებელი, რომელიც როუმინგის ინტერნეტით სარგებლობს, ავტომატურად გაიაქტიურებს დაზღვევას 50,000 ევროს ლიმიტით და დაცულად იმოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.“

„ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ანჯეი მალინოვსკი „მოხარული ვართ, რომ საიმედო და წარმატებულ პარტნიორთან, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მას ცხოვრებას გაუმარტივებს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ „ბილაინის“ მომხმარებელს შევუმსუბუქოთ, ან სულაც ავაცილოთ ყოველდღიური საზრუნავი იმისთვის, რომ გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისა და სიამოვნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობისთვის მზადების დროს და ამ ერთობლივი პროდუქტით, მომხამრებელს მინიმუმ ერთი საზრუნავით ნაკლები ექნება,“ . ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და ხელმისაწვდომ როუმინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ზარების განხორციელებასა და მიღებას, SMS სერვისსა და მობილურ ინტერნეტს. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, რომელთა ფასი 5 ლარიდან იწყება.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი 50,000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს – იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოელოდნელი პრობლემები. საერთაშორისო ასისტანსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

შპს „ვიონი საქართველო“
შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON საკუთარ, 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას.

[R]

როგორ შეიცვალა ბუნება და გარემო – #10yearchallenge თბილისსა და მსოფლიოში

„შეჭამე, რომ დაამარცხო“, ანუ აჩვენეთ ეს ვიდეორგოლი ბავშვებს