14
Feb
2019

ნებისმიერს შეუძლია, GPI Holding-ის გუნდის წევრი გახდეს!

14 Feb 2019

22 და 23 თებერვალს, ხელოვნების მუზეუმის შენობაში, რუსთაველის #27, 10:00-დან 19:00 საათამდე, სადაზღვევო კომპანია, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები გაიმართება. პროექტის ფარგლებში, საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანაა დაგეგმილი.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, შესაძლებლობა აქვს, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი გახდეს. პროექტის ფარგლებში, კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამასა და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებად (ფიქსირებული 400₾+გამომუშავებული ბონუსი) სამსახურს სთავაზობს.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც დასაქმების პროგრამის ეფექტურობას ადასტურებს. წელსაც, პროგრამა საშუალებას მისცემს მონდომებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიას (გაყიდვების სპეციალიზაცია) დაეუფლონ  და ამავდროულად, ანაზღაურება სწავლების პროცესში მიიღონ. საბოლოოდ, მათ სტაბილურ სამუშაოს, კარიერულ განვითარებასა და შემოსავლის ზრდის საშუალებას ვაძლევთ.

ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგცენტრის მიერ წარმატებულ კანდიდატთა გადამზადების ინტენსიური პროგრამა შემუშავდა:

ვახტანგ კორძაია, „ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების დირექტორის მოადგილე: „წელს, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ გადამზადების პროგრამაში, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადეთ მენტორების ჩართულობა, რომ  უფრო გავუადვილოთ ახალ კანდიდატებს გაყიდვების პროფესიის ათვისება და კომპანიაში ინტეგრირება. პროგრამა მოიცავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: სადაზღვევო საქმე, პრეზენტაციის უნარები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ბიზნეს კომუნიკაცია და ა.შ.  გადამზადების საშუალო ხანგრძლივობა 8-10 თვეა. გადამზადების პერიოდის გავლის შემდეგ, კანდიდატები სრულ შტატზე დასაქმდებიან „ჯიპიაი ჰოლდინგში“ გაყიდვების მენეჯერებად“.გაყიდვების სპეციალობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა დასაქმების ბაზარზე – სხვადასხვა სპეციალობას შორის დამსაქმებლების მხრიდან, გაყიდვები სახელდება  ყველაზე დეფიციტურ პოზიციად. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამაც იმითაა უნიკალური, რომ გაყიდვების პროფესიაზეა აქცენტი, რაც განსაკუთრებით ფინანსური სექტორით დაინტერესებული კანდიდატებისთვისაა მიმზიდველი.

ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი: „ჩვენი შეთავაზებით იმ ადამიანებსაც შეუძლიათ სარგებლობა, რომლებიც დასაქმებულები არიან, თუმცა უფრო დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ეძებენ, სადაც სწრაფად შეძლებენ როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე ანაზღაურების გაზრდას – ვგულისხმობ ფინანსურ სექტორში, საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და სხვა.. ჩვენი პროგრამა საშუალებას მისცეს მათ არა მხოლოდ აითვისონ ეს პროფესია, არამედ გაიფართოვონ საქმიანი კავშირები, შექმნან პორტფელი, სწრაფად დაწინაურდნენ“.

2016 და 2017 წლებში, „ჯიპიაიმ“ 600 ადამიანს მისცა შანსი, კომპანიაში გადამზადების პროგრამა გაევლო და დასაქმებულიყო. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი უმეტესობა ახლაც აგრძელებს წარმატებულ კარიერას „ჯიპიაი ჰოლდინგში“. 

[R]

განხილვა