in

“ვეძებთ ყველაზე სწრაფებს!” – ანუ როგორ შეიქმნა ჯიპიაი ჰოლდინგის კამპანია

“ვეძებთ ყველაზე სწრაფებს!” – განცხადებას ამ ფრაზით ხშირად შეხვდებოდით ჩვენს გვერდზე, გასული სამი კვირის განმავლობაში. ეს ჯიპიაი ჰოლდინგის კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც 15 ყველაზე მოხერხებული მომხმარებელი დაჯილდოვდა. დაზღვევა საქართველოსთვის სიახლე არაა, თუმცა ბევრისთვის ის ხანგრძლივ პროცედურასთან ასოცირდება, რომელსაც სატელეფონო თუ აგენტთან კონსულტაციის გარეშე თავს ვერ გაართმევს. სწორედ ამიტომ, GPI ჰოლდინგის ბაზაზე, უკვე 2 წელია ფუნქციონირებს ონლაინ დაზღვევის სერვისი, რომლის საშუალებით, დაზღვევის შეძენას 2-დან 5 წუთამდე სჭირდება. ონლაინ დაზღვევის სიმარტივის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შეიქმნა ჯიპიაის გათამაშება, რომელიც ციფრულ სააგენტო AdvertWise-თან ერთად შეიქმნა. გათამაშება ხუთშაბათს ტარდებოდა და გამარჯვებულად აცხადებდა მათ, ვინც ყველაზე სწრაფად შეიძენდა სამოგზაურო, ბინისა და ავტოდაზღვევას ონლაინ. დეტალებისთვის ჯიპიაისა და AdvertWise-ის წარმომადგენლებს მივმართეთ.

BOG
BOG

 

სანდრო კიკნაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორი:

M: რა იყო ჯიპიაი ჰოლდინგის გათამაშების მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის?

ჯიპიაი ჰოლდინგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დაზღვევა ონლაინ შესთავაზა და კომპანია ამ მიმართულებით უკვე ორი წელია წარმატებით ფუნქციონირებს სადაზღვევო ბაზარზე. გათამაშების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა თუ რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია დაზღვევა. სულ ორიოდე წუთში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მისთვის სასურველი პროდუქტის ჩვენს ონლაინ პორტალზე შეძენა და ეს არანაირ სირთულესთან ან ბიუროკრატიულ პროცედურებთან არაა დაკავშირებული, როგორც ხშირად წარმოუდგენიათ. არა მხოლოდ პოლისის შეძენა, ანაზღაურების მიღებაც ასევე ონლაინაა შესაძლებელი, რასაც Mygpi.ge-ს ათასობით მომხმარებელი ყოველდღიურად ახორციელებს.

 

M: რა იყო თქვენი, როგორც კომპანიის მოლოდინი?

ჩვენი მოლოდინი იყო მეტი თანამედროვე ადამიანის მოზიდვა და დაინტერესება, კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტებით, რომლებიც ონლაინ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრეა შესაძლებელი; ასევე არ იციან, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა – ანუ სხვის მანქანას რომ დაეჯახები, ასეთი ზიანის ანაზღაურება, ბევრად ხელმისწავდომია ფინანსურად, ვიდრე სტანდარტული ავტოდაზღვევა და თვეში, სულ რაღაც, 6 ლარი ღირს. მომხმარებლები ონლაინ ამ პროდუქტის შეძენას 1 წუთში ახერხებენ, როგორც გათამაშებამ აჩვენა.

M: როგორ შეაფასებთ კამპანიის შედეგებს?

საკმაოდ დიდი ჩართულობა და პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მსგავსი კამპანიები და წარმოვაჩინოთ დაზღვევის ონლაინ სერვისების უპირატესობები, იქნება ეს პოლისის შეძენა, ანაზღაურების მიღება, ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა თუ სხვა.

თამარ ანდღულაძე, ციფრული სააგენტო AdvertWise-ის ონლაინ მარკეტერი:

M: რა იყო თქვენი, როგორც ციფრული სააგენტოს ამოცანა?

ჩვენი როგორც ციფრული სააგენტოს ამოცანა გახლდათ, დავხმარებოდით ჩვენს პარტნიორ კომპანიას საკუთარი პროდუქტის უპირატესობების წარმოჩინებაში ციფრულ არხებში. როგორც იცით, ჯიპიაი გახლავთ საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც შესთავაზა თავის ერთგულ მომხმარებლებს ონლაინ დაზღვევის სრული სერვისები, დაწყებული ონლაინში დაზღვევის ყიდვიდან, დასრულებული ანაზღაურებითა და ექიმთან ჩაწერით. ამჯერად, მარკეტერის დახმარებით, შევჯერდით ყველაზე სახალისო გათამაშების კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც გამოვავლინეთ ყველაზე “სწრაფები”.

M: რა გაკეთდა კამპანიის ფარგლებში?

კამპანიის ფარგლებში, ჩავატარეთ სამი გათამაშება შემდეგ პროდუქტებზე: სამოგზაურო, ავტო და კომფორტის, იგივე ბინის დაზღვევაზე. თითოეული გათამაშების შემთხვევაში გაიმარჯვა მან, ვინც ყველაზე სწრაფად შეძლო დაზღვევის პოლისის შეძენა Mygpi.ge – პლატფორმის დახმარებით. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ დავანახეთ მომხმარებლებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება დაზღვევის ყიდვა, სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთზე ნაკლებ დროში.

Nokia 8 ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა

GreenHill Residence – საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები ერთ კომპლექსში