დაზღვევა რისკის მართვის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება. დაზღვევის შედეგად, კლიენტი საკუთარ რისკებს სადაზღვევო კომპანიას უნაწილებს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებს მასთან ერთად უმკლავდება.
წლებია, ადამიანები აზღვევენ იმას, რაც მათთვის ძვირფასია: იქნება ეს ჯანმრთელობა, სახლი თუ მანქანა. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაზღვევა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, საქართველოში კი ამ სფეროს პოპულარიზაცია სულ რაღაც ოციოდე წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. საერთაშორისო გამოცდილებით, Insurance Research Council-ის მონაცემებით, 2016 წელს ამერიკაში ავტოპარკის 87.4 პროცენტი იყო დაზღვეული. ჩვენი მაჩვენებელი კი რადიკალურად განსხვავებულია. დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილიდან დაზღვეული მხოლოდ 4,8%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლების დიდი ნაწილი მოსალოდნელ რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. სამწუხაროდ, ტენდენციას საიმედოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

რატომ უნდა დავაზღვიოთ მანქანა?
ქალაქში არსებული ქაოტური სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ მანქანების დიდი ნაწილი დაზღვევის გარეშე მოძრაობს. ყოველდღიურად ვისმენთ მსუბუქი თუ მძიმე ინციდენტების ამბებს. ვისმენთ, როგორ დაზიანდა ავტომობილი ქარში თუ სეტყვაში, როგორ “გაუსვეს” ჩვენი მეგობრის მანქანას, მერე კი უკვალოდ გაუჩინარდნენ, ან როგორ მოსტეხეს სარკე ჩვენს მეზობელს ახალ ავტომობილზე. დაზღვევა ყველა ამ სიტუაციაში ეხმარება კლიენტს და მოსალოდნელ გართულებებს არიდებს თავიდან.
რატომ იკავებენ თავს ავტომობილების დაზღვევისგან?
გავრცელებული აზრით, ავტოდაზღვევა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, თუ რისკებს აწონ-დაწონით, თანხა, რომელსაც სიმშვიდეში იხდით, მაინცდამაინც დიდი არ მოგეჩვენებათ. დაზღვევის სტანდარტული პაკეტი, რომლის ფასიც მანქანის ღირებულების 2.5%-იდან იწყება, მომხმარებელს გავრცელებული ავტოსაგზაო შემთხვევებისგან იცავს. 1000 ლარამდე ზარალი ადგილზევე ანაზღაურდება, საბურავის გახეთქვის, საწვავის ამოწურვისა და მანქანის გაჩერების შემთხვევაში კი ავტოასისტანსის მომსახურებით ისარგებლებთ. პოლისი „ავტო კლასიკი” ითვალისწინებს ასევე ავტოავარიას, ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, მინის, სარკეების ცალკეულ დაზიანებას, საგნების დაცემას, სტიქიურ მოვლენებსა და ვანდალიზმს. რაც შეეხება ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას, ის გიცავთ იმ შემთხვევებში, თუ ავტომობილის მართვისას თავად დააზიანებთ მესამე პირის ჯანმრთელობას, მანქანას ან სხვა ქონებას. პოლისი აანაზღაურებს ზარალს, რომელიც თქვენი ბრალეულობით მიადგება სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას. სასურველი ანაზღაურების ლიმიტს თავად ირჩევთ: 5 000-დან 10 000 ლარამდე.
პროცედურულად რამდენად რთული ოპერაციაა დაზღვევა?
ადამიანთა ერთი ნაწილი დაზღვევას იმის გამო არიდებს თავს, რომ პროცედურა ხანგრძლივი და გაუგებარი ეჩვენება. ჯიპიაი ჰოლდინგმა გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის საქმე გაემარტივებინა და შექმნა ონლაინ ოფისი, რომელიც დაზღვევის ონლაინ სერვისებს აერთიანებს. www.mygpi.ge-ზე რეგისტრაციის გარეშე დაზღვევის ყიდვას სულ ორიოდე წუთი ჭირდება. დაზღვევის პროდუქტების შეძენას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიმდინარე პერიოდში არ ფლობთ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მოქმედ დაზღვევას, შეგიძლიათ კომპანიის შემოთავაზებები დაათვალიეროთ, შეავსოთ ონლაინ განაცხადი, გადაიხადოთ 1 თვის გადასახადი და სულ რამდენიმე წუთში პოლისის მფლობელი გახდეთ. ამის შემდეგ კი ინფორმაციას მოქმედ პოლისს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.
ონლაინ პორტალის ფუნქცია ამით არ სრულდება – mygpi.ge-ს მეშვეობით, პორტალიდან გაუსვლელად შეძლებთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ზარალის გაცხადებას.ზარალის გაცხადება ასევე შესაძლებელია მობილური აპლიკაცია GPIMobile-ის მეშვეობითაც. ასევე, პოლისის ღირებულების გადახდას ახორციელებ ავტომატურად, საკომისიოს გარეშე. მოკლედ, დაზღვევის სრული სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
პორტალი მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებულ ბარიერს აქრობს და საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეიძინოთ დაზღვევის პოლისი. ასე რომ, თუ მანქანის დაზღვევისგან თავს დროის სიმცირისა და მოუხერხელობის გამო იკავებდით, შეგიძლიათ, ეს მიზეზები სამუდამოდ დაივიწყოთ.










