ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების განყოფილება ფართოვდება. სადაზღვევო კომპანიამ დასაქმების პროგრამა წამოიწყო. გაყიდვების გუნდში ახალ, გამოცდილ წევრებს ეძებენ, რომლებიც სრულად გაციფრულებულ გარემოში, მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან იმუშავებენ. ჯიპიაი თანამშრომლებისთვის კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის შესაბამის პირობებს უზრუნველყოფს. ასე რომ, თუკი, გაყიდვებში გამოცდილება დაგიგროვდათ და ახალ სამსახურს ეძებთ, ჯიპიაის გუნდში გელიან. დეტალებზე ჯიპიაი ჰოლდინგის HR დირექტორმა ნინო ხაჭაპურიძემ და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა ვახტანგ კორძაიამ გვიამბეს.
M: როგორია თქვენი ხედვა, რას შეცვლის დასაქმების პროგრამა, ერთი მხრივ, ჯიპიაისთვის და მეორე მხრივ, თავად ახალი თანამშრომლებისთვის?

ნინო ხაჭაპურიძე: ჯიპიაის საქართველოში ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი აქვს. 16 წელია ამ მიმართულების განვითარებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ჯიპიაის გაყიდვების დეპა
რტამენტი განსაკუთრებულ სიმაღლეზე დგას. ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი რამ შევცვალეთ და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავედით. დავნერგეთ მუშაობის ჰიბრიდული მოდელი და განახლებული მენეჯმენტ სისტემები. ახალმა მიდგომებმა კი გუნდის გაფართოების საჭიროება განაპირობა. სწორედ ამიტომ, ამ პროგრამის დახმარებით, გვინდა გაყიდვების დეპარტამენტი კიდევ უფრო გაიზარდოს და ახალი, გამოცდილი თანამშრომლები დავიმატოთ, რომლებიც შეძლებენ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ და უფრო მეტს მიაღწიონ. ჯიპიაი საქართველოში N1 სადაზღვევო კომპანიიაა და დიახ, ჩვენთან უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. დანერგილი გვაქვს სწავლებისა და კარიერული ზრდის პროგრამები, რომელიც მოტივირებულ ადამიანებს მაქსიმუმის მიღწევის საშუალებას აძლევს. სწორედ ამას ვთავაზობთ კანდიდატებს – პროფესიულ განვითარებას, რადგან ერთ-ერთ მოწინავე გაყიდვების დეპარტამენტში მოუწევთ მუშაობა და გვინდა, მიაღწიონ უფრო მეტს ფინანსურადაც და კარიერული თვალსაზრისითაც.
M: პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამუშაო გარემო – რა არის მთავარი მიმზიდველი ფაქტორები, რასაც ტალანტებს სთავაზობთ?
ბოლო ორ წელიწადში, პანდემიის გამო, გაყიდვების პროცესი კიდევ უფრო დავხვეწეთ და მუშაობის ე.წ. ჰიბრიდული მოდელი შევიმუშავეთ. გამართული ციფრული და მენეჯმენტ სისტემების საშუალებით ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ყველასგან განსხვავებული მიდგომებით მუშაობენ და პროფესიულად იზრდებიან.
გაყიდვების პროცესიც სრულიად გაციფრულებული გვაქვს და ჩვენი მენეჯერები ნებისმიერი ადგილიდან, ელექტრონულად ე.წ პადებით 15 წუთში აფორმებენ პოლისებს. გვაქვს სწავლებისა და კარიერული განვითარების პროგრამები, შესაბამისად, ჩვენმა თანამშრომლებმა კარგად იციან, როგორ უნდა დაწინაურდნენ პოზიციურად.
ამ ეტაპზე, ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება როგორც სადაზღვევო, ისე სხვა სფეროებშიც და ახლა პროფესიული და კარიერული ზრდის სურვილი აქვთ. ჩვენ გპირდებით საუკეთესო გარემოს მეგობრულ გუნდში და ბევრ სხვა შესაძლებლობას, რომლითაც ჯიპიაის თანამშრომლები სარგებლობენ.
M: რითაა ჯიპიაი ჰოლდინგისთვის მნიშვნელოვანი ეს პროგრამა?
დასაქმების პროგრამა 2016 წლიდან დავიწყეთ და დღემდე, თითქმის ყოველ წელს ვაცხადებთ. გამორჩეული და საამაყო პროექტია მთელი კომპანიისთვის, რადგან ამ წლებში, სტაბილურ სამუშაო გარემოსთან ერთად, უამრავ ადამიანს მივეცით სწავლისა და პროფესიული განვითარების შანსი. ამ ადამიანების წყალობით კი, ჩვენი კომპანია იზრდება და ვითარდება. წელს, ეს პროგრამა თვისობრივად განსხვავდება წინა წლებში ჩატარებული დასაქმების ფორუმებისგან. ადრე, ჩვენ არ ვითხოვდით გამოცდილებას და ყველა მოტივირებულ ადამიანს, ვისშიც პოტენციალს ვხედავდით, კარიერის დაწყების საშუალებას ვაძლევდით. ბევრი მათგანი დღემდე ჩვენი თანამშრომელია.
წელს, უკვე გამოცდილ ადამიანებს ველით, რომელთაც მათზე მორგებულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალების გუნდსა და სტაბილურ, წარმატებულ კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.
M: რას ნიშნავს სლოგანი „პირველები ვეძებთ საუკეთესოებს“?

ვახტანგ კორძაია: ჯიპიაი ჰოლდინგი უკვე მრავალი წელია სადაზღვევო ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა. სწორედ ამიტომ, ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ გაყიდვების მიმართულებით კარიერის გაგრძელების, ან დაწყების მსურველი საუკეთესო კანდიდატების ადგილი სწორედ #1 კომპანიაშია, რომელსაც ათი ათასობით კლიენტი და ათეულობით წლის გამოცდილება აქვს ბაზარზე წარმატებული ოპერირების.
M: თქვენი აზრით, რა სიახლეს შემოიტანს დასაქმების პროგრამა გაყიდვების განყოფილებაში? როგორი გარემო დახვდებათ გუნდის ახალ წევრებს?
ჯიპიაის გაყიდვების ქსელი უკვე 16 წელია სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი და წარმატებული გუნდია. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, ცოდნის შეძენისა და გამოცდილებების გაზიარებისთვის შექმნილი საუკეთესო გარემო, რომელიც თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტზეა ორიენტირებული. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ტრანსფორმირდება, რაც პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ამ პერიოდში შემოგვიერთდა თავისი გამოცდილებებითა და ხედვებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული თანამშრომლის ინიციატივა თუ მოსაზრება და ერთად შევქმნათ რაიმე ახალი, უკეთესი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ყველა კანდიდატისთვის, ვინც ახლა გაყიდვებში კარიერის გაგრძელებაზე ფიქრობს და საუკეთესო შეთავაზებას ეძებს, ჯიპიაი ის ადგილია, სადაც მიზნების მიღწევას შეძლებენ.
გაყიდვების დეპარტამენტში არსებული სწავლებისა და მხარდაჭერის სისტემები სრულადაა ორიენტირებული თითოეული თანამშრომლის პოტენციალის სრულად გაშლისა და მაქსიმალური შედეგების მიღწევაზე. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება უკვე მზა, კარგად გააზრებულ და პრაქტიკაში გამოცდილ მიდგომებს, მეთოდოლოგიურ პროგრამებსა და კონკრეტულ ტექნიკებს შესთავაზებს პროფესიონალებს, რომლებსაც ისინი კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დასამყარებლად გამოიყენებენ.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირებულებაა „თანადგომა“, რასაც ყველა ჩვენგანი იზიარებს და რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს სამუშაო პროცესში. განსაკუთრებით კი, ახალ თანამშრომლებს დავეხმაროთ სწრაფ ადაპტაციასა და კომპანიის კულტურის გაზიარებაში.
გაინტერესებთ, როგორ ჩაერთოთ დასაქმების პროგრამაში? ამისათვის, ამ ბმულს ეწვიეთ და შეავსეთ განაცხადი.
[R]











