1
Jul
2019

#ეკოისტი – ჯიპიაის მოძრაობა, ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად

1 Jul 2019

თანამედროვე დატვირთულ ყოველდღიურობაში, ხშირად გამოვთქვამთ სურვილს, გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრების სტილის საშუალება. იმასაც კი ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი აუცილებლად განსაკუთრებულ ქმედებებს მოითხოვს. თუმცა, ზოგჯერ ეს ისეთი მცირედი ნაბიჯებითაა შესაძლებელი, როგორიცაა მაგალითად, წყლის დალევა, ფეხით სიარული, ვარჯიში, მოწესრიგებული ავტომობილი, ველოსიპედით სეირნობა… სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების სტილი სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცია. ამ მიზნით, კომპანიამ წამოიწყო მოძრაობა #ეკოისტი. ესაა ჯიპიაის ლოიალობის პროგრამა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ, ეკომონეტებს გადაუხდის მის ნებისმიერ მონაწილეს. მიზნად ისახავს, აღმოაჩინოს, შემოიკრიბოს და დააჯილდოვოს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური ეკოქცევებით, ზრუნავენ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოზე. იყო #ეკოისტი ან ეკოჯარისკაცი, როგორც მათ კომპანიაში მოიხსენიებენ, ნიშნავს, სვამდე წყალს, დადიოდე ფეხით, გყავდეს გამართული ავტომობილი, სეირნობდე ველოდიპედით ან ვარჯიშობდე. ეკოისტების კომუნაში გაერთიანება სპეციალური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი. კამპანიის დეტალებზე ჯიპიაის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, თინათინ სტამბოლიშვილი, გვესაუბრა.

M: რა აქტივობებს მოიცავს კამპანია?

შეიძლება ითქვას ეს არ არის ერთჯერადი კამპანია, არამედ ერთგვარი განაცხადია ჩვენგან, რომ მზად ვართ, ინვესტიცია ჩავდოთ ჯანსაღი და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. ბევრი ჩვენი პროექტი სწორედ აქეთაა მიმართული და ეს პროექტიც ამის დასტურია. ამასთან ტექნოლოგიური განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა – ჯიპიაის დაზღვეულებს უკვე აქვთ საშუალება, დისტანციურად მიიღონ თითქმის ყველა სახის მომსახურება – დაზღვევის პორტალი MYGPI.GE და აპლიკაცია MyGPI. პორტალი და აპლიკაცია მუდმივად განახლების პროცესშია , რაც ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას და დახვეწას უწყობს ხელს. ეკოისტების გაერთიანებაც აპლიკაცია MyGPI-ს საშუალებით ხდება და აქაც უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ სამომავლოდ.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჯიპიაის მასშტაბური ლოიალობის პროგრამის ნაწილია – ჩვენს დაზღვეულებს აქვთ პრივილეგია, დაზღვევაში გადახდილი თანხიდანაც დააგროვონ (პრემიის 10%-მდე უგროვდებათ), რაც საკმაოდ სოლიდური დამატებითი სარგებელია მათთვის.

M: რა საკომუნიკაციო არხები აირჩიეთ მოძრაობის პოპულარიზაციისთვის და როგორ მოიცავს კამპანია სამიზნე სეგმენტს?

ცხადია, ეს იქნება მარკეტინგული კამპანია, რომელიც მრავალფეროვან არხებს მოიცავს და ფორმატიც მრავალფეროვანია. ფეისბუქის ჯგუფში – ეკოისტები – უკვე ასობით ადამიანი შემოგვიერთდა და ეს ციფრი გაიზრდება უახლოეს მომავალში. ეს ჯგუფი იქნება პლატფორმა, რომ წამოვწიოთ აქტუალური თემები გარემოს დაცვასთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით – საკითხები, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს. გვინდა იყოს ეკოისტური ინიციატივები, იდეები , რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ.

ამას გარდა, სიხარულით მინდა განვაცხადო, რომ ეკოისტი კომპანიებიც შემოგვიერთდნენ და მადლობა მინდა გადავუხადო: წყლის ბრენდი სნო – ერთობლივი ბრენდირებით გამოვუშვით სნოს ბოთლი კამპანიის ცნობადობის შესაქმნელად; სპორტული ინვენტარის მაღაზია „ექსტრიმი“ – სადაც ველოსიპედის შეძენისას შეგიძლიათ დაასკანეროთ QR კოდი და დაიგროვოთ ეკომონეტები, ასპრია ფიტნესი – თბილისისა და ბათუმის ყველა ფილიალშია ვარჯიშის ეკოქცევის დასაფიქსირებელი QR კოდი და ტექისნპექტირების ცენტრი – ქვიქტესტი, რომელიც ავტომობილის ტესტირებას გააკეთებს გამონაბოლქვზე. ნახეთ ასევე ინსტაგრამზე ეკოისტების გვერდი – GPI_Ecoist და დათაგეთ ეს გვერდი ეკოისტურ პოსტებში. კამპანიის ჰეშთეგია #ეკოისტი.

პირველადი გამოხმაურება ტრადიციულ თუ ონლაინ მედიაში საკმაოდ ინტენსიური და აქტიური იყო – სოციალური დატვირთვის გარდა, ყურადღება მიიქცია ჩვენმა ბრენდ ამბასადორებმა, ეკოსჯარისკაცებმა, რომლებიც თავად არიან აქტიური მოქალაქეები. მოგეხსენებათ, თითოეულ ეკოქცევას ჰყავს თავისი ეკოჯარისკაცი, რომლებიც გვეხმარებიან ეკოისტური იდეოლოგიის გავრცელებაში. (ეკოჯარისკაცების ვიზუალები და გვარები და სახელები – ნახეთ ჩვენს გვერდზე პოსტი ჯარისკაცების ვიზუალებით)
რაც მთავარია, ჩვენი ეკოარმია პირველ რიგში ჩვენი თანამშრომლებისგან შედგება და შიდა კომუნიკაციას – ისევე როგორც ყველას სხვა კამპანიაში, აქაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენი 600 თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული და აქაც კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ კამპანიის თითოეულ ეტაპზე. ვფიქრობთ სხვა საშუალებების გამოყენებასაც, რასაც ახლა ვგეგმავთ.

M: გვიამბეთ, ვინ იმუშავა კამპანიაზე?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო სანდრო კანდელაკი – სტარტაპებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი, ჩვენი მეგობარი. მისგან წამოსული იდეების საფუძველზე შეესხა ხორცი ეკოისტების იდეას და სახელი “ეკომონეტაც” მისი შემოთავაზება იყო.
კრეატიული კონცეფციის ავტორია სააგენტო WINDFOR’S, რომელთან ერთადაც ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენთვის ახლა საყვარელი ეკოჯარისკაცები შეგვექმნა. 3D ანიმაციური ვიდეოებიც მათი პროდაქშენია.

 

ციფრული კამპანიის დაგეგმვაში (ვიზუალური ნაწილი და კონტენტის სტრატეგია და მართვა) სააგენტო “ლივინსგტონი” დაგვეხმარა და ახლაც მათ აქვთ სადავეები ხელში აღებული, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა “ეკოისტების” მოძრაობის შესახებ.
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას. კამპანიის წარმატება ამ ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, იმანაც განაპირობა, რომ თავად მოსწონდათ და სჯეროდათ ეკოისტური იდეის. ამ თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

განხილვა