in

უფრო მეტი საჩუქარი ყველაზე სწრაფებს! ჯიპიაიმ მეორე გათამაშება დააანონსა!

მათთვის, ვინც სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ვერ მოასწრო, კარგი ამბავი გვაქვს – ჯიპიაი გათამაშების მორიგ ეტაპს აცხადებს, სადაც ამჯერად ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაში უნდა გამოსცადოთ თქვენი ბედი! ყველაზე სწრაფს ჯიპიაი ჰოლდინგი თეგეტა მოტორსის 500 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს, მომდევნო 4 მომხმარებელი  კი ერთი წლის მანძილზე უფასოდ ისარგებლებს ავტომფლობელის პასუხისმგებელობის დაზღვევით.

გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ დაზღვევის შეძენა უნდა დაიწყოთ აუცილებლად მარკეტერის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ლინკიდან.

ის განაცხადები, რომელთა შევსებაც 9 საათზე ადრე დაიწყება,  ვერ მიიღებენ მონაწილეობას გათამაშებაში და ავტომატურად გამოირიცხებიან.

ჯიპიაის არსებულმა მომხმარებლებმა ტრანზაქციის დასრულებისთვის აუცილებლად უნდა მოასწროთ დაზღვევის ღირებულების გადახდა საბანკო ბარათით. გაითვალისწინეთ, რომ ლოიალობის პროგრამაში დაგროვილი ქულებით დასრულებული ტრანზაქციები ავტომატურად გამოეთიშება გათამაშებას.

გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ის პირები, რომლებიც პირველად შეიძენენ დაზღვევას. აქცია არ მოქმედებს დაზღვევის განახლებაზე.

გათამაშების მიზანია მომხმარებელს დაანახოს დაზღვევის ონლაინ პლატფორმის უპირატესობები, რომ ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა მომსახურების მიღება ბევრად მარტივია, ხოლო დაზღვევის ონლაინ შეძენისთვის ორი წუთია საჭირო.

გათამაშება ტრადიციულად ხუთშაბათს, 21:00 საათზე მარკეტერის ფეისბუქ გვერდზე დაიწყება.

საქართველოს ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით შექმნილმა პორტალმა World Summit Award მოიპოვა!

ჩიტი ნევერლენდიდან, რომელმაც საქართველოში ტურისტული კომპანია დააფუძნა – Aim Tour Georgia