in

“გვჭირდება სულისკვეთება, რომელიც განვითარების ჟინს გააღვივებს საზოგადოებაში!” – GPI ჰოლდინგი Spotlight 2018-ის ოქროს სპონსორია!

წლის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სრულიად საქართველოს მარკეტინგისა და რეკლამის ინდუსტრია რიგით მეექვსე “სფოთლაითისთვის” ემზადება, რომელიც 27 მაისს, Tbilisi Radisson-ში, განახლებული ფორმატით გაიმართება. როგორც უკვე იცით, წლევანდელი ღონისძიების თემაა “გამარჯვება”, რაც გარდა სპიკერებისა და მსმენელებისა, კომპანიებისთვისაც გახდა შთაგონების წყარო – “ჯიპიაი ჰოლდინგი” წლევანდელი ღონისძიების ოქროს სპონსორია. GPI-სა და “სფოთლაითის” მეგობრობის შესახებ, ჯიპიაი ჰოლდინგის კორპორაციული კომუნიკაციის დირექტორს, თინათინ სტამბოლიშვილს, ვესაუბრეთ.

M: პირველი წელი არაა, როდესაც “ჯიპიაი” და “სფოთლაითი” მეგობრობენ. რა გახდა წლევანდელი სფოთლაითის მხარდაჭერის მთავარი ფაქტორი?

წლევანდელ ღონისძიებას მხარს ვუჭერთ ჩვენი ახალი პლატფორმით – “იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!”. სწორედ სფოთლაით 2018-ის თემა “გამარჯვება” გახდა ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ჩავრთულიყავით ღონისძებაში, როგორც მხარდამჭერი. წელს მოვისმენთ ისტორიებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებისკენ, არ ნებდებიან, არ უშინდებიან წინააღმდეგობებს. ესაა ჩვენი ახლანდელი პლატფორმის და ზოგადად, ჩვენი ბრენდის კონტექსტიც. ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილი კომპანიის შექმნიდანვე იყო და არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ორიენტირებულები არიან განვითარებასა და წინსვლაზე, იბრძვიან და წინ მიდიან გამარჯვებისკენ, რომლებიც არ ნებდებიან და არ უშინდებიან წინააღმდეგობებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა არ არის მარტივი, ეს გზა არის აღსავსე ბარიერებითა და წინაღობებით და ჩვენ იქ ვართ, რომ ჩვენი საქმიანობით დავეხმაროთ და მხარში დავუდგეთ ასეთ ადამიანებს, უფრო ადვილად გადალახონ ბარიერები, უფრო თამამები და იმედიანები იყვნენ, რომ მეტს მიაღწიონ, მეტი შექმნან.

ჩვენი კომპანიაც სწორედ ამ გზით განვითარდა და ვითარდება – ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ არა გატკეპნილი, არამედ გაუკვალავი გზა და ძალიან კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ, სწავლობენ, იღწვიან, რომ შექმნან რაღაც ახალი. ჩვენი საქმიანობაც თავიდან ბოლომდე დაკავშირებულია იმასთან, რომ საფუძველი შევუქმნათ მათ, რომ იმოქმედონ, გაბედონ და სცადონ მეტი.

M: რა მნიშვნელობა აქვს “სფოთლაითს” საზოგადოებისთვის და რა მთავარი ფაქტორების გამო თვლით, რომ ეს ღონისძიება უნდა ტარდებოდეს რეგულარულად?

ამ ღონისძიების მხარდაჭერა ჩვენთვის არის ამ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთა ისტორიები სხვებისთვისაც გადამდები უნდა იყოს. დღეს ძალიან გვჭირდება სულისკვეთება, რომელიც აამოძრავებს, აამოქმედებს და განვითარების ჟინს გააღვივებს საზოგადოებაში.

ოთხ კედელში გამომწყვდეული თაობა! – VELUX-ის ვიდეორგოლი მნიშვნელოვანი გზავნილით

განაახლე სმარტფონი! – Samsung-ის მორიგი გამოწვევა