OpenAI-ის განახლებული მოდელის ჩაშვებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება იმ კუთხით, თუ როგორ გამოიყენებენ ადამიანები ChatGPT-ის ყოველდღიურ საუბრებსა და მეტად მომთხოვნი ამოცანების შესრულებისას. განახლება პერსონალიზაციაზე, მკაფიო დიალოგებსა და უფრო ძლიერ დასაბუთების მოდელებზე ფოკუსირდება, თუმცა მასზე წვდომას პირველად ჯერ მხოლოდ გამომწერები მიიღებენ, შემდგომში კი უკვე ყველასთვის სტანდარტულ მოდელად იქცევა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება აქ ორი დამატებითი მოდელის დანერგვაა: GPT-5.1 Instant უფრო სწრაფი, შეუფერხებელი პროცესისთვის, რა დროსაც მარტივი მოთხოვნები ასევე მარტივად შესრულდება. GPT-5.1 Thinking კი უფრო სიღრმისეული მსჯელობისთვის იქნება, კითხვის სირთულის მიხედვით განსაზღვრავს ტემპს და უფრო მკაფიო, ნაკლებად ტექნიკურ განმარტებას მოგაწვდით რთულ თემებზე. თანაც, ChatGPT ავტომატურად შეარჩევს თქვენი მოთხოვნისთვის საუკეთესო მოდელს და ამისთვის თავად არაფრის კეთება დაგჭირდებათ.

გაუმჯობესებული პერსონალიზაციის სისტემაც მნიშვნელოვან განახლებებს შორისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ 8 განსხვავებული ტონი აირჩიონ, რაც განსაზღვრავს ასისტენტის საუბარს და, ამასთან, შეინარჩუნებს ძირითად შესაძლებლობებს. ეს მოიცავს:

ხოლო დამატებითი კონტროლის შესაძლებლობები მომხმარებლებს ლაკონიურობის, ემოჯებისა თუ თბილი ტონის დახვეწის შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთან, ChatGPT-ს შეუძლია ტონის შეცვლაც შემოგთავაზოთ შუა საუბრის დროს, როცა კონტექსტიც შეიცვლება.

ამასთან, GPT-5.1 ინსტრუქციებსაც უკეთ მიჰყვება, იქნება ეს პასუხის სიტყვების ფიქსირებული რაოდენობით მოთხოვნა თუ კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული რჩევა. ადაპტაციური დასაბუთების მოდელი კი საშუალებას აძლევს, მარტივად გადაჭრას სწრაფი მოთხოვნები და კომპლექსურ საკითხებს უფრო ზედმიწევნით შეხედოს.
საინტერესოა, რომ AIME 2025-ისა და Codeforces-ის მსგავს სფეროებში ბოლოდროინდელი მაჩვენებლები უფრო მაღალია მათემატიკის, პროგრამირებისა და ლოგიკური ამოცანებისთვის:

რაც შეეხება OpenAI-ის ახალი GPT-5.1-ის მოდელის ჩაშვებას, ეტაპობრივად მოხდება: ჯერ Pro, Plus, Go, Business, Enterprise და Edu მომხმარებლები მიიღებენ წვდომას, შემდგომ კი ისინი, რომლებიც ჩეტბოტის მომსახურებაში ფულს არ იხდიან ან დარეგისტრირებულები არ არიან. GPT-5 ცოტა ხნის მანძილზე იქნება კიდევ ხელმისაწვდომი მანამ, სანამ GPT-5.1 არ ჩაანაცვლებს. ხოლო დეველოპერები API-ში GPT-5.1 Instant-ს ნახავენ, როგორც gpt-5.1-chat-latest-ს, ხოლო GPT-5.1 Thinking-ს, როგორც gpt-5.1-ს.












