in

GPT კალამი თქვენს ჩანაწერებს გააციფრულებს

წარმოიდგინეთ კალამი, რომელიც მათემატიკურ განტოლებებს ამოგიხსნით; ან შეხვედრებზე ჩქარად ჩანიშნულ ტექსტებს დაალაგებს და პუნქტებად შემოგთავაზებთ; ან, სულაც, დაგეხმარებათ თეგებით ესეებში სასურველ ინფორმაციებს გაპოვნინებთ… ChatGPT ამ ყველაფერს კი მშვენივრად უმკლავდება, მაგრამ იმითაა შეზღუდული, რომ მხოლოდ თქვენს ტელეფონში არსებობს…

აი, XNote კი თქვენი ტელეფონის მიღმაც მიდის — საშუალებას გაძლევთ, გააციფრულოთ თქვენი ნახატები თუ ჩანაწერები, ხოლო AI ინტერპრეტირებას გაუკეთებს და მათ მართვაში დაგეხმარებათ. ჩანაწერები რეალურ დროშია სინქრონიზებული და GPT-ის დახმარებით შესაძლებელია მათი შეჯამება, ბულეთებად დანაწილება ან თარგმნა. გამოდის, ხელოვნური ინტელექტი საკანცელარიო სივრცეშიც შევიდა და აქაც რევოლუციას ახდენს.

300 mAh ბატარეით 7-8 საათი ჩვეულებრივ შეგიძლიათ გამოიყენოთ. 100 მეგაბაიტი მოცულობაც აქვს, რაც, უფრო მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს, 1000 A4 ფორმატის გვერდს უდრის, რომლებიც სავსეა ტექსტებითა და ილუსტრაციებით. თანაც არც მისი გამოყენების სწავლა დაგჭირდებათ, რადგან რეალურად არც არაფერია სასწავლი, იგი ავტომატური და ინტუიციურია:

აქ არც კონფიდენციალურობის საკითხი დავიწყებიათ, მეტად სერიოზულადაც მიუდგნენ და მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად ChatGPT API-ის მიმართეს. თქვენს ინფორმაციებზე არც GPT მოდელებს ექნება წვდომა, ჩანაწერები ღრუბელზე შეინახება, offline რეჟიმშიც კი. ხმოვანი შეტყობინებების მიწოდებაც შეგიძლიათ აპლიკაციისთვის, რათა ჩანაწერს კონტექსტი შემატოთ… თუმცა ეს კონცეფცია კი არა, უკვე რეალობაა და XNote-ის შეძენას 284 დოლარად შეძლებთ.

სითი მოლში ესპანური ბრენდის, TOUS-ის კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა!

„აკეთე საყვარელი საქმე ზედმეტი მოლოდინის გარეშე“