ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცე მოიცვა მსახიობ ბრედ პიტის ფოტოებმა, ვიდეომ და ჟურნალ GQ-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ. იმ დროს, როდესაც ბევრს ეს ბრედის სარეკლამო კამპანია ჰგონია, სინამდვილეში, მთავარი მიზანი ისეთი მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციაა, როგორიც ამერიკის ეროვნული პარკებია. სწორედ ასეა, შთაგონების მთავარი წყარო კარსლბადის მღვიმეები და ევერგლეიდის ეროვნული პარკის უნიკალური ადგილები გახდა, ჟურნალის უმთავრესი ამოცანა ამ ადგილებისთვის დამსახურებული ყურადღების მიქცევაა. ამ საოცარი ხედების დასაფიქსირებლად GQ-მ ცნობილი ფოტოხელოვანი რაიან მაკგეინლი მოიწვია, რომელმაც დასახულ ამოცანას თავი არაჩვეულებრივად გაართვა და საოცრად ეფექტური ფოტოების გარდა, საზოგადოებას შთამბეჭდავი ვიდეორგოლიც შესთავაზა. კამპანიის ბოლო ეტაპი ცნობილი სახის არჩევა იყო, რომელიც თავისი სახელით საზოგადოების დიდ ყურადღებას მიიქცევდა. სწორედ, ასე შეირჩა ბრედ პიტი ახალი ფოტოსესიისთვის, ანჯელინასთან მტკივნეული განშორების შემდეგ პირველად გამოჩნდა ასე მასშტაბურად და საკმაოდ ეფექტურადაც.


































