ტექნოლოგიურ სფეროში გაჩნდა კითხვა: რატომ არ უნდა შეგვეძლოს კოდის წერა სიარულის დროს? და ასე შეიქმნა Grab Shell კლავიატურა… მართალია, აქამდე კლავიატურის მრავალი დიზაინი განგვიხილავს, მაგრამ ხელის პორტატიული კლავიატურა მათ შორის პირველია.
„უდავოდ, მომავალი თაობა ვირტუალური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მისი გამოყენება ვირტუალურ სამყაროში უნდა შევძლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, VR და AR მოწყობილობების მსგავსად, კლავიატურაც ტარებადი უნდა გახდეს“, — აცხადებენ Grab Shell-ის დიზაინერები.
როგორც სურათებზე ხედავთ, Grab Shell 2 გზით შეგვიძლია გამოვიყენოთ: როგორც ხელის კონტროლერი თავისივე Shut რეჟიმით და როგორც „ნახევრად ჩვეულებრივი“ კლავიატურა. ნახევრად ჩვეულებრივს კი იმიტომ ვუწოდებთ, რომ გახსნისას საკმაოდ უცნაურ ფორმას გვთავაზობს, თითქოს, ტრანსფორმერია, თუმცა ამ ფორმით ჩვენთვის საყვარელ ღილაკებსაც გვთავაზობს…
USB-C პორტი კლავიატურის დამუხტვის საშუალებას გაძლევთ, მისი 2000 mAh ბატარეა კი თვეების განმავლობაში მუხტავს მას. დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ სიარული კოდების წერისას, ელექტრონული ფოსტის აკრეფისა და უბრალოდ თამაშების დროს. კლავიატურა ინთება კიდეც, რაც მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერ დროს მოგცემთ. როგორც ხედავთ, თეთრ და შავ ფერებშია ხელმისაწვდომი, მის ყიდვას კი საიტის დახმარებით შეძლებთ.