in

“Grab the Moments” — Lay’s-ის ახალი რეკლამა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის

2022 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წელია. სარეკლამო ინდუსტრია კი უკვე სათანადოდ ემზადება კრეატიული იდეების განსახორციელებლად. დღეს კი Lay’s-ის რეკლამას წარმოგიდგენთ, სახელწოდებით “Grab the Moments”.

სიუჟეტი ფეხბურთის თამაშით და ძაღლის მიერ ბურთის მოპარვით იწყება… თუმცა ლეისის ჩიფსი „ფანტაზიას ხსნის“ და ერთ-ერთი გოგონა წარმოსახვითი ბურთით იწყებს თამაშს, რასაც ნელ-ნელა ყველა ხალისით ყვება. სწორედ ამ წარმოსახვითი ბურთისა და რეალური ქმედებების შედეგად აღმოჩნდება რეკლამის მთავარი პერსონაჟი თავის კუმირ ფეხბურთელთან. ვინ იცის, იქნებ ესეც ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ფაქტია, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ყველა მოყვარულს აერთიანებს.

რეკლამაზე იმუშავა სააგენტომ OMD.

Nike-ის ახალი შეფუთვა ნარჩენების განახევრებას ემსახურება

წყლის ახალი ბრენდი Nayka ფილოსოფიური კონცეფციით შეიქმნა