5 ივლისს, თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ჯილდო ხუთ ნომინაციაში გადაეცათ იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.
გამარჯვებულები:
- ტექლიდერი – ნათია სირბილაძე
- აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე
- გამორჩეული მეცნიერი – თინათინ კახნიაშვილი
- ინოვაციური ტექპროდუქტი – Elven Technologies
- ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის – Leavingstone
გამარჯვებულები მიიღებენ 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებსა და პროგრამებში, რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.
ტექნოლოგიური ჯილდოს პარტნიორები არიან: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.
[პარტნიორის კონტენტი]