in

გრეის ჰოპერის ტექჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც, ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს  მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ

ტექლიდერი – მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი;

აღმოჩენა ახალ თაობაში ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა;

გამორჩეული მეცნიერი თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამ გაჩეჩილაძე;

ინოვაციური ტექპროდუქტი – Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის  ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store

დაჯილდოების ცერემონია ივლისში გაიმართება და ტექნოლოგიურ სფეროში 5 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებსა და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

[პარტნიორის კონტენტი]

გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა – „თეგეტა ჰოლდინგი“ Top Gear-ის რადარზე

მაკდონალდსმა AI მომსახურების სისტემა დროებით გააუქმა