in

„გრადამ“ ფინურ კომპანიასთან “Kone Elevators” მემორანდუმი გააფორმა

მხარეები ერთად იმუშავებენ, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსზე „მწვანე ხეივანი“

დეველოპერულმა კომპანიამ „გრადა“ და ფინურმა კომპანიამ “Kone Elevators” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ისინი პარტნიორულ, გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, „მწვანე ხეივნის“ პროექტში, რომელიც დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ შენდება. 

მემორანდუმს ხელი „გრადას“ მმართველმა პარტნიორმა ნიკა ყუბანეიშვლმა და “Kone Elevators“-ის მმართველმა პარტნიორმა არტურ მატუსიაკმა მოაწერეს.

რაც შეეხება პროექტს „მწვანე ხეივანი“, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის  პრემიუმ კლასის, ხუთვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი.

ის კომფორტულ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე შენდება და აერთიანებს მაღალი ხარისხის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას. საცხოვრებელი კომპლექსი საკმაოდ მოცულობითია, შედგება 7 ბლოკისგან, სადაც განთავსებულია 684  საცხოვრებელი ბინა. ყველა ბლოკი აღჭურვილია “Kone”-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლიფტით, რომელსაც აქვს ავტონომიური კვება, ანუ, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტი უახლოეს სართულზე გაჩერდება და კარი გაიხსნება. ლიფტის სიჩქარე წამში 1,75 მეტრია და კორპუსის მთლიან სიმაღლეს მხოლოდ 30 წამში დაფარავს“, – ამბობენ კომპანიაში.

მათი წარმომადგენლების თქმით, „მწვანე ხეივანი“ დააკმაყოფილებს მშენებლობის საკმაოდ მაღალი დონის, ევროპულ სტანდარტებს. კომპლექსში წარმოდგენილი იქნება:

  • რეკრეაციული ზონა, დასასვენებელი სივრცით
  • დაკეტილი ეზო, 24 საათიანი დაცვით და კამერებით
  • WiFi და Charger ზონა
  • კალათბურთის, ფეხბურთის, ღია ფიტნეს და საბავშვო ინფრასტრუქტურა
  • სასეირნო, სარბენი და ველობილიკი ველოსადგომით
  • ელექტრო მანქანების დამტენი
  • მიწისქვეშა ორდონიანი, კომფორტული ავტოსადგომი
  • უახლესი სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი ფიტნესცენტრი
  • სპა ზონა, საცურაო აუზი და საუნა რელაქსაციისთვის
  • ლობიში განთავსებული კონსიერჟი
  • ფინური ბრენდი KONE-ს პრემიუმ ხარისხის ლიფტი ყველა სადარბაზოში

როგორც კომპანიაში ამბობენ, ყველა ბინა ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით:

  • გერმანული ბრენდი YTONG-ის თერმოსაიზოლაციო გაზობლოკით შევსებული გარე კედლები
  • მოჭიმული იატაკი, ხმის საიზოლაციო თვისებით
  • გერმანული ბრენდი KNAUF-ის ეკოლოგიურად სუფთა მასალით შელესილი კედლები
  • ევროპული წარმოების ყინვაგამძლე კერამოგრანიტით მოპირკეთებული აივნები
  • ბინების გამყოფი ტიხრები ორმაგი ბლოკით და ფრანგული ბრენდი SAINT-GOBAIN-ის ხმის საიზოლაციო მასალით
  • შიდა ტიხრები, ინდივიდუალური გათბობა, ჩეხური ბრენდი DRAKA-ს ელექტროსადენები ინდივიდუალური გეგმარებით და დამონტაჟებული ელექტრო ამომრთვლების ფარი. ჩასმული უნივერსალური როზეტის ბუდეებით
  • გათბობის კოლექტორული სისტემა, იტალიური ქვაბით, სექციური ალუმინის რადიატორებით და საშრობით
  • შავი ფერის ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი მინაპაკეტით და გერმანული ბრენდი ROTO-ს აქსესუარებით
  • შეყვანილი კომუნიკაციები (ელ.გაყვანილობა, წყალი, გაზი)
  • რკინის კარი იტალიურ ბრენდ SECUREMME-ეს კოდირებული საკეტით
  • მოხმარების წერტილამდე მიყვანილი, ბუნებრივი აირის დეტექტორით და ელ.ავტომატური გამომრთველით აღჭურვილი გაზის მილი
  • სველ წერტილებში შელესილი კედლები და პროექტის მიხედვით დაქსელილი კანალიზაცია და წყალმომარაგება

 

„გრადა – თქვენი მშვიდი ცხოვრებისთვის!“

 

[R]

Adobe თანადამფუძნებელი და PDF​-ფორმატის შემქმნელი ჩარლზ გეშკე გარდაიცვალა

თანამშრომელი კომპანიის სარკეაო – ანუ ტოქსიკური კორპორაციული კულტურა და მისი სიმპტომები