ვილის ტიპის სახლში ცხოვრება ყველა ჩვენგანის ოცნებაა. ლამაზი სახლი მწვანე ეზოთი და კომფორტული ცხოვრებისთვის აღჭურვილი ყველა აუცილებელი პირობით, ჩვენს ყოველდღიურობას ჰარმონიულობას ანიჭებს. თუ ამ ყველაფერს კარგი ლოკაცია და ჯანსაღი გარემოც ემატება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცნების სახლი ნამდვილად ვიპოვეთ.
დეველოპერულ კომპანიაში „გრადა” კარგად ესმით, თუ რა სურვილები აქვთ მათ პოტენციურ მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ ისეთ პროექტებს გვთავაზობენ, რომლებშიც ეს სურვილები მაქსიმალურად რეალურ სახეს იღებს. მისი ერთ-ერთი ახალი პროექტია „გრადა ვილა” – საინტერესო კონცეფციის მქონე საცხოვრებელი უბანი დიღომში.

გრადა ვილაში ყველაფერია, რაც ადამიანს მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილმდებარეობა. ვილა სამი წუთის სავალ გზაზეა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, კერძოდ, ავთანდილის ქუჩაზე. მას გამორჩეული ინფრასტრუქტურა აქვს და მომხმარებელს მართლაც რომ შთამბეჭდავ პირობებს სთავაზობს.

ინფრასტრუქტურა
დავიწყოთ იმით, რომ გრადა ვილაში 16, სამსართულიანი სახლია, რომლის თითოეული ფართიც 215 კვ.მ-ს შეადგენს. ყოველი სართული ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს თავი ნამდვილ ვილაში აგრძნობინოს. პირველ სართულზე სტუდიოს ტიპის მისაღებია, რომელსაც აქვს სამზარეულო და სველი წერტილი. მომავალ მფლობელს აქვე დახვდება ვიტრაჟული ფანჯრები.
მეორე სართული საძინებელ ოთახებზეა გათვლილი. აქ არის სამი საძინებელი, სათავსო ოთახი და, რაღა თქმა უნდა, სველი წერტილიც. რაც შეეხება მინუს ერთ სართულს, აქ მისაღებთან და სამზარეულოსთან ერთად, მობინადრეს დახვდება ვიტრაჟული სივრცე ღვინისთვის. სველი წერტილი ამ სართულზეც გათვალისწინებულია.

მაღალტექნოლოგიური პირობები, რომლებსაც „გრადა ვილა” გთავაზობთ
იმისთვის, რომ გრადა ვილას სახლები გამძლე და უსაფრთხო იყოს, რაც მომავალი მფლობელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებს.
შემავსებელი გარე კედლებისთვის გამოყენებულია გერმანული ბრენდი YTONG. მისი თერმოსაიზოლაციო გაზობლოკი სუსხიან დღეებშიც ეხმარება სახლს ტემპერატურის შენარჩუნებაში. კედლების გასალესად ასევე გერმანული ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია გამოიყენება, ოღონდ, ამ შემთხვევაში, KNAUF.

რაც შეეხება ელექტროგაყვანილობას, გრადა ჩეხური ბრენდის, Draka-ს საკაბელო პროდუქციას იყენებს. სწორედ ამ მასალითაა გაყვანილი ელექტრო და სუსტი დენის სადენები. გათბობის სისტემებისთვის შეირჩა იტალიური ქვაბი, რომელსაც სექციური ალუმინის რადიატორები და საშრობი აქვს. ყველა სახლს აქვს ასევე აივნები, რომლებიც ყინვაგამძლე კერამოგრანიტით არის მოპირკეთებული. სახლები შავი, ალუმინის კარ-ფანჯრითაა აღჭურვილი, რომლებიც ორმაგ მინაპაკეტსა და გაღება-გადმოკიდების ფუნქციას მოიცავს. ეს კარ-ფანჯარა გერმანულ ბრენდს, ROTO-ს ეკუთვნის.

ცალკე უნდა გამოვყოთ გრადა ვილას ეზო…პირველ რიგში, გეტყვით, რომ აქ მობინადრეს ყველა კომუნიკაცია უკვე შეყვანილი დახვდება. მეტი სიმწვანისთვის ეზოში ბალახის გაზონია, რომელთა სარწყავი სისტემაც უკვე დამონტაჟებულია.
ამას გარდა, ვილის ეზოში ყველა სახლს ინდივიდუალური საპარკინგე ადგილი აქვს, კარი კი ავტომატურად, დომოფონის მეშვეობით იღება, რაც საცხოვრებელი უბნის უსაფრთხოებასა და პრაქტიკულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

„გადადი მარტივად” – გრადა ვილას სლოგანია. მისი გუნდი ცდილობს, ყველაფერი შესთავაზოს მომხმარებელს, რათა მან ბევრი აღარ იფიქროს, არ იწვალოს და მარტივად მიიღოს ახალ საცხოვრებელში გადასვლის გადაწყვეტილება.
[R]











