in ,

Lennox–მა, გათბობის სისტემის საშუალებით, ცვალებადი გრაფიტის მასტერკლასი შემოგვთავაზა

ეს განსაკუთრებული გრაფიტია, ის ტემპერატურასთან ერთად იცვლის იერს. რეალურად, ტემპერატურის ცვლილების პროცესში თქვენ რამოდენიმე ნახატს დაინახავთ. ნახატები თერმოქრომული საღებავებით არის შესრულებული. მაღალ ტემპერატურაზე გრაფიტი უფერულდება და ჩანს საღებავის ქვედა საბაზისო ფენა, ტემპერატურის დაკლებისას ფენები გარდამავალ გამოსახულებას ქმნიან. ნამუშევრები ქუჩის მხატვრებმა შექმნეს.

 

 

Lennox–ი გამათბობელ და გამაგრილებელ სისტემებს ქმნის. რეკლამაში კომპანიამ ტემპერატურული ცვლილებები უზრუნველყო, რითაც თავისი შესაძლებლობები აჩვენა. ასე შემოიჭრა Lenox-ის თანამედროვე ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში.

ვიდეოზე სააგენტო GSD&M-მა იმუშავა.

სიცილიური ზღვის მარილი ჯორჯიტაში

როგორ იტაცებენ და ყიდიან ცხოველებს? ისტორიას დაკარგული ცხოველები თავად გვიყვებიან – Four Paws-ის ექსპერიმენტი