in

როცა „ზუსტად იქ ხარ, სადაც გჭირდება ყოფნა“ – რესტორანი „გრაფიკა“

დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ქართულ სარესტორნო სივრცეში „გრაფიკა“ გამოჩნდა და თბილისში, ლერმონტოვის #5-ში დაიდო ბინა. კონცეპტუალური სივრცე გამეზას ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც რესტორნის სახელის შთაგონების წყაროდ იქცა. გასტრონომიული თავგადასავალი, ცოცხალი მუსიკა, სასიამოვნო გარემო – ეს „გრაფიკასთვის“ დამახასიათებელი ხელწერაა. „გრაფიკას“ შემქმნელებს სურდათ, რესტორნის სტუმრებისთვის მშვიდი, მყუდრო და მეგობრული გარემო შეექმნათ, რაც მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცეოდა. პანდემიის ფონზე, როდესაც ტურიზმი ჯერ ახლა იწყებს გამოღვიძებას, გაბედეს და რესტორნის გახსნა განიზრახეს. უფრო დეტალურად კი, მისი მარკეტინგის მენეჯერი, ირინა არღვლიანი გვესაუბრა:

M: როგორიაგრაფიკასკონცეფცია?

გრაფიკაში შემოსვლისთანავე გრძნობ, რომ არაორდინალურ და საინტერესო სამყაროში მოხვდი, რომლის მსგავსიც ქალაქში ჯერ არ არის. კონცეფციაზე მუშაობას განსაკუთრებით დიდი დრო დავუთმეთ, გვსურდა „გრაფიკა“ ყოფილიყო გამორჩეული სივრცე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. მწვანე და მყუდრო გარემო, კედლებზე დატანილი სტენსილები და მესიჯები , რომლებიც პირდაპირ ინტერიერში გადმოვიტანეთ ძალიან გვეხმარება მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებაში. გვსურდა, პირველი ვიზიტისთანავე სტუმარს ჰქონოდა განცდა, რომ სწორ ადგილას მოვიდა. „გრაფიკაში“ ყველა დეტალი რაღაცას გეუბნება და ძალიან გვახარებს რომ ჩვენი სტუმრებისგან ვიღებთ კარგ შეფასებებს. ეს ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ ჩვენი კონცეფცია გამართლდა! ეს არის თავისუფალი გარემო მათთვის, ვისაც სტანდარტულ რესტორანში სიარული მობეზრდა და სურს თავი მსუბუქად იგრძნოს, სწორედ ამას ვგულისხმობთ ჩვენს გზავნილში, რომელიც კედელზეა დატანილი „you are exactly where you need to be” ! 

M: რა გამოარჩევს მას ქართულ სარესტორნო სივრცეში?

აქ ყველა სტუმარი იპოვის საკუთარ თავს, ვფიქრობთ, „გრაფიკა“  ახალი სიტყვაა ქართულ სარესტორნო სივრცეში და ღირსეულ ადგილს აუცილებლად დაიმკვირდებს. ჩვენთან მოსულ სტუმარს ვპირდებით დაუვიწყარ გასტრონომიულ თავგადასავალს და ამავდროულად, სერვისს რომლის გაუმჯობესებაზეც ყოველდღიურად ვზრუნავთ. სიმწვანე და გრაფიკული ნახატების მრავალფეროვნება, ძველ თბილისურ უბანში მყუდრო ტერასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი –  ეს არის ის, რაც განსაკუთრებულად გამოგვარჩევს სხვებისგან.

M: თქვენი შეხედულებით, ვისთვის არისგრაფიკასსივრცე საინტერესო?

სტუმრებზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ „გრაფიკაში“ თავის წილ თავისუფლებას პოულობს ნებისმიერი ასაკის ადამიანი და ყველასთვის საინტერესო სივრცედ იქცა.

M: როგორ აქტივობებს უკეთებთ ორგანიზებას თქვენს სივრცეში?

სტუმრებს ვთავაზობთ ცოცხალი მუსიკის საღამოებს, უკვე არაერთი ცნობილი მომღერლის, ბენდის და ელექტრონული მუსიკის  ლაივი გვქონდა და ზაფხულის განმავლობაშიც აქტიურად ვგეგმავთ სხვადასხვა არტისტის მოწვევას. ამასთან, გვაქვს უამრავი ჯავშანი მათგან, ვისაც სურს ჩვენს სივრცეში დაბადების დღის და მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა.


M: როგორ იქმნებაგრაფიკასკერძები?

ნიშვნელოვნად მიმაჩნია ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ „გრაფიკა“ არის ქართულ-ევროპული ძალიან დაბალანსებული მიქსი. ამასთან, შესანიშნავია ტერასის მენიუ, რომელიც კოქტეილებით, ღვინისა და უგემრიელესი შეიქების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენი კულინარიული შედევრები კი, რომელთა შექმნის პროცესშიც 3 შეფმზარეული ძმა მონაწილეობს, დიდ მოწონებას იმსახურებს, „დაუვიწყარი გასტრონომიული თავგადასავალი“ – ასე აფასებენ სტუმრები ჩვენს კერძებს, რაშიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ბევრ საიდუმლო ხერხს ვიყენებთ.

M: როგორ უმკლავდებით პანდემიურ რეალობას და რა გასწავლათ ამ პერიოდმა?

პანდემია, რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესზე მეტნაკლებად აისახა, ჩვენ ე.წ ლოქდაუნის მერე გავიხსენით , თუმცა ყველანაირად მოვემზადეთ იმისათვის , რომ ჩვენს სივრცეში მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო რეგულაციები, გამომდინარე იქედან რომ დიდი სივრცე გვაძლევს საშუალებას გვქონდეს დისტანციურად განლაგებული მაგიდები როგორც შიდა დარბაში ასევე ტერასაზე  ვფიქრობთ , რომ ამ  ეტაპისთვის პანდემიას საკმაოდ წარმატებულად ვუმკლავდებით , აღსანიშნავია ისიც  რომ „გრაფიკა“  სულ რაღაც 1 თვეა გაიხსნა და არ გვაქვს ლოქდაუნში მუშაობის გამოცდილება, ყოველდღიურად ვაკვრდებით ბაზრის დინამიკას და მაქსიმალურად ვცდილობთ მომზადებულები შევხვდეთ ნებიმისერ ცვლილებას, თუ რა თქმა უნდა ასეთი იქნება.

ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ტურისტი გვსტურობს, ასევე წამოვიწყეთ აქტიური კამპანიები, სოციალური ქსელების მეშვეობით. მინდა აღვნიშნო, რომ ვართ Google-ზე ვერიფიცირებული რესტორანი, რაც ასევე გვეხმარება ახალი ვიზიტორების მიღებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „გრაფიკა“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს სიახლეებს, ჩვენი სტუმრებისთვის ყოველდღიურად გვაქვს სასიამოვნო სიახლეები, ლაივები და ა.შ.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

მთელი წლის გეგმა უკვე გაწერილია, კონცეპტიდან გამომდინარე, ინტერიერში ხშირად გვექნება ცვლილებები, ისევე, როგორც მენიუში, უამრავ სიახლეს ვპირდებით მომხმარებლებს და ყოველდღიურ რეჟიმში მაქსიმალურად მოვუსმენთ მათ. ჩვენი მიზანია, მათთან ერთად განვითარდეს და შეიქმნას „გრაფიკა“ ისეთ კონცეფტუალურ სივრცედ, სადაც მოსვლა ყოველთვის გაუხარდებათ. ახლა დიდი და საინტერესო გზის დასაწყისში ვართ საიდანაც უკვე მომხმარებელიც გვიკარნახებს, როგორ უნდა გავაგრძელოთ განვითარება. 

[R]

BMW-ს მომავლის ხედვა – კომპანიამ ელექტრო სკუტერი წარადგინა!

გერმანულმა კლუბებმა საფეხბურთო აგენტებს 194 მილიონი ევრო გადაუხადეს