ჩვენს ყოველდღიურობაში ეფექტური კონტენტის შექმნა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მის მიმართ დამოკიდებულება სრულიად გადააფასა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოჩენამ ციფრულ სივრცეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები. ამჯერად, Grammarly AI-ზე გიამბობთ.
Grammarly 2009 წელს დაარსდა. იმ დროიდან, ის კონტენტის მწერლების, მარკეტერების, მცირე ბიზნესმენებისა და ანტრეპრენერების ერთ-ერთ ფავორიტ ხელსაწყოდ იქცა. Grammarly არის მათთვის, ვისაც სურს შეამოწმოს, რომ გრამატიკულად მართებულად დაწერა ყველაფერი. პლატფორმამ შექმნა Grammarly AI, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებზე მისცა წვდომა მომხმარებელს. ესაა კარგი ხელსაწყო მათთვის, ვისაც გრამატიკული შესწორება სჭირდება და წინადადებების გადაწყობას საჭიროებს. ინსტრუმენტი Google Docs-თან თავსებადია, ამდენად მისი მოხმარება კიდევ უფრო მარტივია. Grammarly AI აზრის შეუცვლელად გადააწყობს წინადადებებს.
Grammarly AI-ს ეფექტურად გამოსაყენებლად, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი დეტალი მიაწოდოთ პროგრამას. უფასო ვერსიის საშუალებით, თქვენ შეძლებთ 100 ბრძანების მიწოდებას პლატფორმისთვის.
AI ხელსაწყო ცდილობს შეისწავლოს თქვენი წერის სტილი და ამავდროულად, გრამატიკულად გამართოს წინადადებები. ესაა საკმაოდ მძლავრი ხელსაწყო, რაც Grammarly AI-ის საკმაოდ დიდი უპირატესობაა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ Grammarly-ის ინსტრუმენტს აქვს მრავალი დანიშნულება, Grammarly AI-ს აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ეს არის კონტენტის შექმნა.
ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია Google Docs-ში მოდულის ჩართვის შემდეგ, შეგიძლიათ ჩამოაყლიბოთ იდეები, დაწეროთ ტექსტის პასაჟები ან გადაწეროთ უკვე დაწერილი კონტენტი. ასევე, შეგიძლიათ პლატფორმაზე არსებული ანალიტიკური ფუნქციების გამოყენება.
უფასოსთან ერთად, პლატფორმას ფასიანი გამოწერის სისტემაც აქვს, სადაც უფრო მეტი ფუნქციების გამოყენება შეგეძლებათ.