in

Grammarly-მ დიზაინი შეცვალა და AI ფუნქციები დაამატა

Grammarly-ს უკვე ახალი დოკუმენტებზე დაფუძნებული ინტერფეისი აქვს… ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი და რამდენიმე AI ინსტრუმენტიც, რომლებიც სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი.

ახალი ინტერფეისი ბლოკებზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს და საშუალებას გაძლევთ, ჩასვათ ცხრილები, სვეტები, გამყოფები, სიები და სათაურები. ასევე შეგიძლიათ დაურთოთ მდიდარი ტექსტური ბლოკები ინფორმაციებზე ხაზგასასმელად, რჩევების ან შეტყობინებების დასამატებლად. გვერდითა პანელში კი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი დაგხვდებათ, რომელსაც ტექსტის შეჯამება, თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა და წერისას რჩევების მოცემა შეუძლია.

რაც შეეხება AI ხელსაწყოებს, მრავლად ნახავთ პლატფორმაზე — Reader Reactions მკითხველის პერსონაჟის არჩევის შესაძლებლობას გთავაზობთ, შემდგომ კი უკუკავშირის მიღებასაც უზრუნველყოფს. როცა Grader უკუკავშირს ინსტრუქტორის მითითებებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი კურსის მასალის საფუძველზე გაწვდით. აქვეა Citation Finder, რათა საჯარო მასალებიდან ციტატების გენერირებაში დაგეხმაროთ. Paraphraserit-ს კი შეუძლია, ტექსტის ტონი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად შეცვალოს.

Grammarly-მ პლატფორმაზე აგენტებიც დაამატა, რათა პლაგიატი და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი დაადგინოს…

მთლიანობაში რომ ავიღოთ, Grammarly-ს ახლა აქვს ხელსაწყოები, რომლითაც სტუდენტებს AI-ით წერაში დაეხმარება და, ამასთან, ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტების ამოცნობასაც შეაძლებინებს. თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ კომპანია გვეუბნება, რომ „მორალური იმპერატივი“ აქვს, რომლითაც სტუდენტებს AI-ის გამოყენებას ასწავლის და მოამზადებს მათ სამუშაო ბაზარზე გასასვლელად…

Miami Ad School-ის პროგრამები AI-ის მიმართულებით – როგორ გარდაიქმნება განათლების ინდუსტრია

კრეატიულობა კრეატორებზეა დამოკიდებული და არა ხელოვნურ ინტელექტზე