in

Grammarly-ის ხელოვნურ ინტელექტს ChatGPT-ის მიერ დაწერილი ტექსტის ამოცნობა შეუძლია

Grammarly მხოლოდ წერაში არ გეხმარებათ, მას ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტიც დაემატა, რომელსაც თქვენ მაგივრად შეუძლია წერა. ამ კვირაში კი გამოჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. Grammarly Authorship ემატება Google Docs-ს როგორც ბეტა ვერსია და მიზნად ისახავს დაგეხმაროს, მაგალითად მასწავლებლებს იმის გარკვევაში, თუ როდის იყენებენ სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს თავიანთი დავალებების დასაწერად.

მასწავლებლები და განათლების სპეციალისტები დიდი ხანია ებრძვიან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებულ ტექსტებს. ამავდროულად, ChatGPT-მ და მისმა კონკურენტებმა გაზარდეს ასეთი ინსტრუმენტის საჭიროება. ამავდროულად, ძალიან გართულდა სტუდენტების ნაწერების გაშიფვრა – რომელია ადამიანის დაწერილი და რომელი – ხელოვნური ინტელექტის.

Grammarly Authorship ცდილობს გადაჭრას ეს პრობლემები. ის თვალს ადევნებს ტექსტის რეალურ დროში წერას. სავარაუდოდ, მას შეუძლია თქვას, როდის არის რაღაც აკრეფილი, სხვა ადგილიდან ჩასმული ან გენერირებული ხელოვნური ინტელექტის მიერ. ეს ინსტრუმენტი ინტეგრირდება ნახევარ მილიონზე მეტ აპლიკაციასა და ვებსაიტთან, მათ შორის, Google Docs, Microsoft Word და Apple-ის Pages.

ამ ფუნქციას შეუძლია თვალყური ადევნოს ბეჭდვას მისი მიმდინარეობისას და აღნიშნოს, როდის არის ტექსტი გადმოკოპირებული ან როდის აგენერირებს ან ცვლის ტექსტს ხელოვნური ინტელექტი, როგორიცაა Google Gemini ან Microsoft-ის Bing AI. შემდეგ Grammarly Authorship აკეთებს რეპორტს და ყოფს ნაშრომს კატეგორიებად იმის მიხედვით, დაიწერა ის, გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ თუ ჩასმულია სხვა ადგილიდან. ის ასევე აჩვენებს დოკუმენტის წერის გამეორებას, რათა ზუსტად აჩვენოს, რა მოხდა.

წყარო: techradar

Dove თავისი საპნის მომხმარებლებს გვაცნობს

თიბისის პარტნიორი ლუდსახარში „ნატურალე ბრევერი“ უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია