in

Grammarly – როგორ შეიქმნა ყველაზე ცნობილი ონლაინრედაქტორი

Grammarly-ს ვებაპლიკაციას ბევრი მომხმარებელი ჰყავს და მას საქართველოშიც კარგად ვიცნობთ. ინგლისური ტექსტის შემოწმებისას ის ნამდვილად სანდო დამხმარეა, რომელიც ყველა ბეჭდურ შეცდომასა თუ გრამატიკულად არასწორ ფორმას გამოყოფს და სწორ ვერსიასაც გვთავაზობს. შესაბამისად, თუ დაგვავიწყდა, როგორ იწერება რაიმე სიტყვა ან ასოები გამოგვრჩა, ამ აპის იმედზე ვართ. 

istoriebi
istoriebi

როგორ შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ციფრული ხელსაწყო და რა გზა გაიარა მან წარმატებისთვის, ტრადიციულად, ისტორიების რუბრიკაში მოგითხრობთ.

სამი თანადამფუძნებლის გაერთიანება

2009 წელს ალექს შევჩენკომ, დიმა ლიდერმა და მაქს ლიტვინმა დააარსეს სტარტაპი, რომელიც ინგლისურად წერის ასისტენტს ქმნიდა. მათი მიზანი იყო ცხოვრების გამარტივება ტექნოლოგიის მეშვეობით. 

მეგობრებს უკვე ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება, რადგან მანამდე შექმნეს აპლიკაცია MyDropBox, რომელიც სტუდენტებს პლაგიატისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. ამ პროდუქტის გატესტვისას მათ დაებადათ კითხვა: „საერთოდ, რატომ ირჩევენ ადამიანები პლაგიატის გზას?, როგორც ჩანს, მათ თავად უჭირთ ტექსტის დაწერა”. ასე გაჩნდა მეორე პროდუქტის შექმნის იდეა, რომ არსებობდეს ციფრული ასისტენტი, რომელიც რედაქტირებაში დაგეხმარება.

სატესტო ვერსია

გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალ აპლიკაციაზე მუშაობას ძალიან დიდი დრო არ წაუღია და ბეტავერსიაც მალე გამოჩნდა. საწყის ეტაპზე ეს იყო ფასიანი სააბონენტო პროდუქტი, რომელიც ძირითადად გრამატიკული შეცდომების აღმოფხვრაზე იყო ორიენტირებული. 

2011 წელს გუნდს აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ჰოვერი შეუერთდა.

პროდუქტის წარმატება

ზრდასთან ერთად, გუნდი უფრო მეტს სწავლობდა და ხვეწდა Grammarly-ს. ისინი იღებდნენ უკუკავშირს მთელი მსოფლიოდან. ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ ხელსაწყოს იყენებდნენ ყველაფრისთვის, იქნებოდა ეს დიდი ტექსტის წერა თუ, უბრალოდ, ელფოსტის დაწერა.

ასეთი შეფასებების გამო, გუნდმა გადაწყვიტა, გამოეშვა Grammarly Chrome-ისთვის და გადასულიყო freemium მოდელზე, რათა ყველას, ვისაც ინგლისურად წერაში დახმარება სურდა, ჰქონოდა მასზე წვდომა.

ამ ახალმა ბიზნესმოდელმა სტარტაპს მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები გაუხსნა, რის შემდგომაც მათ კიდევ გადაწყვიტეს არეალის გაფართოება. შედეგად, გამოვიდა Grammarly ბრაუზერი Safari-სთვის, Firefox-ისთვის და Edge-სთვის, რათა აპლიკაციის მხარდაჭერა გავრცელებულიყო ყველგან, სადაც მომხმარებელი შედის.

Grammarly ყველგან

საყოველთაო წარმატებისა და სტარტაპის უკვე ოფიციალურ კომპანიად ჩამოყალიბების შემდგომ, გუნდმა მომხმარებლის გამოცდების გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა. მათ გადაწყვიტეს, მორგებოდნენ ყველა ტიპის მომხმარებელს, მასაც, ვინც წერს Google Docs-ში ან LinkedIn-ზე. ცალკე შეიქმნა Grammarly აპლიკაცია Microsoft Office-ისთვის Windows-სა და Mac-ზე გამოსაყენებლად. ამასთან, გუნდმა გამოუშვა Grammarly Editor ონლაინ და დესკტოპის აპლიკაციები, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ, აირჩიონ მუშაობის სასურველი ფორმატი.

გუნდმა ისიც გაითვალისწინა, რომ ადამიანების უმეტესობა სმარტფონითაც ხშირად წერს ტექსტს, ამიტომ შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს Grammarly Keyboard iPhone და Android ვერსიები.

30 მილიონი მომხმარებელი 

თუკი 2015 წელს ბრენდს 1 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, 2020 წელს 30 მილიონამდე ავიდა.

აღსანიშნავია Grammarly Business აპლიკაციაც, რომელიც 30,000 პროფესიონალურ გუნდს ემსახურება სხვადასხვა ინდუსტრიაში. მარკეტერები, გაყიდვების პროფესიონალები, ინჟინრები, დამხმარე სპეციალისტები, მეწარმეები და სტუდენტები იყენებენ Grammarly-ს ყოველდღიურად უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის და უფრო გამართული ტექსტების შესაქმნელად.

ბიზნეს და გაყიდვების მოდელი 

იქიდან გამომდინარე, რომ Grammarly ყიდის თავის პროდუქტებს ონლაინრეჟიმში, კომპანიას არ აქვს ოფისები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ახორციელებს გაყიდვებს.

ახალ კლიენტებს Grammarly პოულობს დღეისათვის სტანდარტული მეთოდებით:

სარეკლამო ბანერები

SEO

კონტენტმარკეტ

ინგი

ელფოსტის მარკეტინგი

SMM

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

„გამოგვყევი მოგზაურობაში ECCO-სთან ერთად“