in

Grammarly-მ სახელი შეიცვალა — გაიცანით Superhuman

Lenovo
Lenovo

მნიშვნელოვანი განახლებები Grammarly-მ სახელის შეცვლით დაიწყო. ფართოდ გავრცელებულმა AI წერის ასისტენტმა სახელი გადაირქვა და Superhuman-ად გამოგვეცხადა — ცალკეული პროდუქტის ხელსაწყოდან სრულ AI პროდუქტიულობის ნაკრებისკენ გადასვლაზე მიგვანიშნა, რომელიც შეუმჩნევლად უნდა შემოიჭრას ჩვენს ციფრულ ცხოვრებაში.

ამგვარად, Superhuman მკაფიო გადასვლას ასახავს იზოლირებული AI ფუნქციებიდან სრულად ინტეგრირებული პროდუქტიულობის პლატფორმისკენ. ხელსაწყოებით, რომლებიც მომხმარებელთა საჭიროებებს პასუხობს და აპლიკაციებში რეალურ დროში მომუშავე ინსტრუმენტებს სთავაზობს მათ. ასე კი კომპანია სერიოზულ მოთამაშედ პოზიციონირდება რბოლაში, რომელშიც ერთმანეთს AI-ს როგორც ხელსაწყოს ბუნების გამოვლენაში კი არა, არამედ სამუშაო პროცესის ნაწილად ქცევაში ეჯიბრებიან.

აი, როგორ გამოიყურება განახლებული ეკოსისტემა:

  • Grammarly ნაცნობი წერის ასისტენტია, რომელიც ახლა უკვე აღჭურვილია სპეციალიზებული აგენტებით ტონის, ორიგინალურობისა და აუდიტორიის ჩართულობისთვის.
  • Coda თანამშრომლობითი დოკუმენტაციის პლატფორმაა, რომელიც სტატიკურ დოკუმენტებს ინტერაქტიულ სივრცეებად აქცევს დავალებებისთვის, პროექტის მოკლე მიმოხილვებისა და უკუკავშირისთვის.
  • Superhuman Mail კი AI შეტყობინებების ყუთია, რომელშიც ელ.წერილები თქვენი ტონით იქმნება, გრაფიკის მიხედვით ორგანიზდება და CRM ინსტრუმენტებთანაც სინქრონიზდება.
  • Superhuman Go მრავალპლატფორმიანი ასისტენტია, ინფორმაციის მოძიება, ბილეთების რეგისტრაცია, შეხვედრების დაგეგმვა და კონტენტის დაწერა შეუძლია, მილიონზე მეტ აპლიკაციასა და საიტზე, მოთხოვნების გარეშე.

ეს ევოლუცია კი AI პროდუქტიულობის უფსკრულის სახელად ცნობილი პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად, რაც AI-ის შესაძლებლობებსა და მისი პრაქტიკული გამოყენების ხარვეზებს ასახავს. ამას კი შემდგომი მოქმედებებით აპირებს: 

  • ინტელექტს აპლიკაციებს შორის იყენებს, მაგალითად CRM მონაცემების მოძიება ან ბილეთების ავტომატური შევსება ისეთ აპლიკაციებში შეუძლია, როგორებიცაა Zendesk ან Jira.
  • ხმის პერსონალიზაციის უნარიც აქვს, თქვენი წერის ტონის იმიტაციასა და თქვენივე ხმით პასუხის გაცემასთან ერთად, თანაც ისე, რომ თქვენს გრაფიკსა და პრეფერენციებთანაც ადაპტირდეს. 
  • კონტექსტებსაც მშვენივრად იაზრებს, რის შედეგადაც აგენტებს ესმის, რა ხდება, ამიტომ ინიციატივებს იჩენს, მაგალითად შეხვედრების შესაჯამებლად ან შემდგომი დავალებების განსასაზღვრად. 

კონფიდენციალურობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც Superhuman მომხმარებელთა მონაცემებს არ გაყიდის და არც მათ კონტენტს გამოიყენებს მოდელების გასაწვრთნელად. ხოლო ის, თუ რა ინფორმაციებზე უნდა ჰქონდეთ აგენტებს წვდომა, ამას თავად მომხმარებელი გააკონტროლებს.

Superhuman Go-ს გამოყენება 2026 წლის პირველ თებერვლამდე უფასო იქნება და ასე პირდაპირ კონკურენციაში ჩაებმევა ისეთ პლატფორმებთან, როგორებიც Notion, Microsoft 365 და Google Workspace გახლავთ…

ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები – „თეგეტა გრინ პლანეტი“ ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა

თქვენი შვილის ცოდნა რეალურ პრიზებად იქცევა – აღმოაჩინე საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია