in

Grammarly-იმ გენერაციული AI სისტემა წარადგინა — რა შეუძლია მას?

veon
veon

ეს სრულიად მოსალოდნელი იყო — ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიოს კომუნიკაციის გზები შეცვალა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იმატა ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა იდეებმა და გამონაკლისი არც Grammarly-ია. ვინც არ იცით, ეს უკანასკნელი ინგლისურენოვანი ტექსტების რედაქტირების სისტემაა. ახლა კი კომპანიამ საკუთარი გენერაციული AI ხელსაწყო წარადგინა.

GrammarlyGo მიმდინარე წლის აპრილში ამოქმედდება. ის კორექტირების ავტომატურ ვერსიებს სცილდება — კერძოდ, ხელსაწყოს შეუძლია, უფრო ამბიციური ამოცანები შეასრულოს, როგორიცაა მოთხოვნის საფუძველზე სრულყოფილი ტექსტების შედგენა ან ელ.ფოსტაზე პასუხის გაცემა. ამავდროულად, როგორც აღნიშნავენ, სისტემას პირადი ასისტენტის როლის შეთავსებაც შეეძლება, არსებული ტექსტების დამუშავებისა და ინდივიდუალური ტონის დამუშავების მეშვეობით.

გარდა ამისა, GrammarlyGo-ს ერთ-ერთი ფუნქცია ვრცელი ტექსტის შემოკლებაზე, ერთგვარ პერიფრაზირებაზე მუშაობს. ის შემაჯამებელი აღწერისთვისაც გამოიყენება. „სუსტი კომუნიკაცია ბიზნესის პროდუქტიულობას და წარმადობას აფუჭებს. ჩვენი სისტემა კი ამ პრობლემას გადაჭრის, სწრაფად შექმნის უაღრესად რელევანტურ ტექსტს, პირადი იდენტობის, ბრენდის სტილის, კონტექსტისა და მიზნების იდენტიფიცირებით“, — განმარტავენ კომპანიაში.

ასტრონომებმა მეტეორის მთვარესთან შეჯახება დააფიქსირეს!

როგორ მოვიფიქროთ კარგი სახელი ჩვენი ბიზნესისთვის