in

Grammarly-ს აპლიკაციას “ტონის დეტექტორის” ფუნქცია ემატება

ამ ეტაპზე ის iPhone-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი

veon
veon

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ შესაძლოა თქვენს შეტყობინებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცეს, თუმცა ნუ ღელავთ, შიშის საფუძველი აღარ გექნებათ. პოპულარულმა გრამატიკულმა პლატფორმა Grammarly-მ iPhone-ის მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქცია შექმნა “გადადით ჩვენი ტონის დეტექტორზე”.

სწორი ტონის განსაზღვრა ადვილი რომ ყოფილიყო, დაგვიჯერეთ, Grammarly-ის დეტექტორი უამრავ ძახილის ნიშანს არ გიჩვენებდათ… მობილური ტელეფონით გაგზავნილი შეტყობინება ყოველთვის ნაკლებ “იდეალურია”. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ პატარა ზომის ეკრანზე რთულია ტექსტის სრულად აღქმა. შესაბამისად, შეცდომაც ბევრია და ამ დროს ნაკლები ყურადღება ეთმობა ტონს.

როგორც იცით, Grammarly უკვე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს გრამატიკისა და ლექსიკის თვალსაზრისით. ის მომენტალურად იძლევა სწრაფ უკუკავშირს. ტონის დეტექტორის გასააქტიურებლად საჭიროა, განაახლოთ აპლიკაცია და აპლიკაციის პარამეტრებში შესაბამისი ფუნქციის დაყენების შემდეგ, ირჩევთ სასურველ ტონს – როგორ გსურთ, რომ თქვენი შეტყობინებები ჟღერდეს? მეგობრულად თუ აკადემიურად?

იმისათვის, რომ ფუნქციამ მოქმედება დაიწყოს, შეტყობინება მინიმუმ 150 სიმბოლოს უნდა შეიცავდეს. Grammarly-ს ტონის დეტექტორი სიგნალების კომბინაციის ანალიზით მუშაობს, როგორიცაა დიდი და პატარა ასოების გამოყენება, პუნქტუაცია, სიტყვების არჩევანი და სხვ.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც შეტყობინებას გაგზავნით მეგობართან ან უფროსთან, გახსოვდეთ, ტონს შეუძლია, თქვენს შეტყობინებას სხვადასხვაგვარი ხასიათი მიანიჭოს.

„ინსპირაცია“: „ყოველი კალენდარული დღე ბრძოლაა!“

Apple-ის საჩივარი და $3500-ის ზარალი – „ტენეს“ #შეცდომები Amazon-ზე გაყიდვებიდან პანდემიამდე