ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „დინამოს“ სტადიონთან ახლოს, 5 წუთის გზაზე წლების განმავლობაში მიტოვებული ვაგონშემკეთებელი ქარხანა იდგა. ახლა მის ადგილზე სრულიად ახალი სივრცე იქმნება. ძველი ინდუსტრიული ტერიტორია გარდაიქმნება თანამედროვე ქალაქის ცენტრად – სივრცედ, სადაც ისტორია, არქიტექტურა და ინოვაცია ერთიანდება და თბილისის ახალ იდენტობას ქმნის.

გრანდ ავენიუ არქისგან – ეს არის პროექტი, რომელშიც წამყვანი დეველოპერული კომპანია „არქი“ მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. სულ მალე ქალაქის ამ ნაწილში გაჩნდება სივრცე, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის. მაღალი სტანდარტების კომპლექსი „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით გააერთიანებს პრემიუმ და კომფორტ კლასის ბინებს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, coworking ზონებს, სპორტულ კომპლექსებს, მრავალდონიან ავტოსადგომებს, მუზეუმს, სკოლას, საბავშვო ბაღსა და გასტრონომიულ ჰაბს. ადგილზე მოეწყობა მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც უბანს პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. პროექტის 75% რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, რაც ქალაქის ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტის დიზაინი გამორჩეულ არქიტექტორ ვეი იაპ ოის ეკუთვნის (Wei Yap Ooi). ის არის WEI YAP ARCHITECTURE-ის დამფუძნებელი, რომელიც მრავალი წელია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის, სინგაპურში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ახლა უკვე საქართველოში.

„გრანდ ავენიუ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი – ეს არის სრულად ინტეგრირებული ურბანული ეკოსისტემა, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს“, – ამბობს ვეი იაპ ოი. მისი ხედვა ხაზს უსვამს პროექტის არქიტექტურულ სიღრმეს.

ლანდშაფტის დიზაინი კი ეკუთვნის OCULUS-ის დამფუძნებელ ბობ ერლს, რომლის სტუდიები სიდნეიში, მელბურნში, კანბერასა და ვაშინგტონში მდებარეობს.
გრანდ ავენიუსთვის შექმნილი კონცეფცია წარსულის მემკვიდრეობას ინარჩუნებს:
„ეს არის სივრცე, სადაც ძველი ქარხანა გარდაიქმნება ცოცხალ ურბანულ გარემოდ – სადაც კედლები ინახავენ მოგონებებს, წარმოსახვასა და მოგზაურობას წარსულიდან დღემდე.“ მისი ხედვა ამ პროექტს განსაკუთრებულ შთაგონებას სძენს – ის აერთიანებს ისტორიას, დიზაინის თანამედროვე ენას და ადამიანისთვის ბუნებრივ გარემოს ქმნის.

20 სექტემბერს, დილის 11:00 საათიდან, გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის ქუჩა #32-ში, გაიმართება გრანდიოზული ფასდაკლების დღე.
„ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, შეიძინოთ ბინა თბილისში სპეციალურ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. ეს დღე არ უნდა გამოგრჩეთ“, – ამბობს არქის მარკეტინგის დირექტორი დავით გელაშვილი და დასძენს: „გრანდ ავენიუ არქისგან არის ახალი ეპოქის დასაწყისი თბილისის ურბანულ განვითარებაში. აქ ინდუსტრიული მემკვიდრეობა, ინოვაციური არქიტექტურა და ბუნების ჰარმონია ერთიანდება, რაც უბანს აქცევს ქალაქის ახალ ცენტრად. ეს არის სივრცე, რომელიც მიმზიდველია როგორც ინვესტიციისთვის, ასევე საცხოვრებლად“.

გრანდ ავენიუ არქისგან – ეს არის ადგილი, სადაც ძველი ისტორია თანამედროვე ხედვად გარდაიქმნება და დედაქალაქში სრულიად ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.
[R]













