in

გორის მუნიციპალიტეტის მწვანე სოფელში სასტუმრო – „სოლო გრანდ ბოშური” გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ბოშურში გაიხსნა თანამედროვე სასტუმრო – ,,სოლო გრანდ ბოშური“, რომელიც, თავისი იდეით, გამაჯანსაღებელი კურორტის შესაბამისი სტანდარტებითაა შექმნილი.

მდებარეობა და მისი უპირატესობები

სასტუმრო გამოირჩევა თავისი მდებარეობით. ის ქალაქ გორთან ახლოს, 28 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ტანას ხეობაში, ზღვის დონიდან 1250 მეტრ სიმაღლეზე. ბოშური ნაძვისა და ფიჭვის ხეებით მდიდარი სოფელია, რის გამოც აქ ზაფხულში საკმაოდ გრილა და ჰაერიც ჯანსაღია. ახალი სასტუმროს აშენებით, ეს ადგილი უკვე ახალ ტურისტულ ზონად ყალიბდება, რადგან უკვე შესაძლებელია ბოშურში ჩასვლა, სასიამოვნოდ დასვენება სასტუმროში, მისი ჯადოსნური კლიმატით ტკბობა და გარშემო მრავალი ღირსშესანიშნაობის მონახულება. 

ბოშურთან ახლოს ისეთი ადგილების დათვალიერებაა შესაძლებელი, როგორებიცაა: „ღვთისმშობლის” ტაძარი, რომელიც IX-X საუკუნეებში ქვითკირით ააგეს, თელიანის წყლის გამოქვაბული, ლევიტანას ტბა, ბიისის ჩანჩქერი და ატენის სიონი. აგრეთვე, სასტუმროსთან ახლოს შეგიძლიათ ეწვიოთ საკალმახეს.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „სოლო გრანდ ბოშური” თანამედროვე, გამაჯანსაღებელი ტიპის სასტუმროა, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაც აქვს. ის აღჭურვილია 19 მყუდრო ნომრით, ქართული რესტორნით, რომელიც გემრიელი ავთენტური კერძებით გამოირჩევა; საცურაო აუზით, რომელთანაც მდებარეობს ბარი; საუნით, საბავშვო მოედნით, ცეცხლის კუთხით გარე სივრცეში, ღია სივრცით ღონისძიებებისთვის, რომელსაც მალე შეემატება დახურული ტერიტორიაც. მდინარესთან კი სტუმრებისთვის მოსასვენებელი სივრცეა მოწყობილი. გარდა ამისა, სასტუმრო გთავაზობთ ტურისტულ და სატრანსპორტო მომსახურებას, რუკას საფეხმავლო ტურებისთვის როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. აქვეა ულამაზესი ხედები და ჰაერი, რომელიც დასვენებისთვის ყოველთვის აუცილებელია.

„სოლო გრანდ ბოშურის” იდეა

იდეოლოგია, რომელსაც ამ სასტუმროს აშენება დაეყრდნო, რამდენიმე მთავარი მიზნისგან შედგება: გამაჯანსაღებელი, საკურორტო ზონის შექმნა, ოცნების ასრულება, შრომა, სამშობლოს სიყვარული, გულწრფელი ჩანაფიქრი და ბედნიერი სტუმრების ხილვა სოფელ ბოშურში. სასტუმროს მფლობელები ადგილობრივი ცოლ-ქმარი არიან, რომელთაც სურთ, რომ გრანდ ბოშური მხოლოდ დადებით ემოციებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ ყველა სტუმარს გულითად და თბილ დახვედრას სთავაზობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელ ბოშურის მცხოვრებთათვის ახალი სასტუმრო დასაქმების საშუალებად იქცა, რადგან აქ მხოლოდ ადგილობრივები მუშაობენ. კმაყოფილი დამსვენებლების ხილვა მთლიანი გუნდის მიზანია, ამიტომ ამაზე თითოეული მათგანი ზრუნავს. გუნდი მთელი გულით გიწვევთ სასტუმრო ,,სოლო გრანდ ბოშურში” სადაც სრულიად გათავისუფლდებით სტრესისგან და თავს რეალობის მიღმა იგრძნობთ.

ბოლოს იმასაც გავუსვამთ ხაზს, რომ სასტუმროს გახსნაში, კადრების მოძიებასა და მათ გადამზადებაში დიდი წვლილი შეიტანა კომპანიამ „რადარი”. 

[R]

როგორ წარვადგინოთ პრეზენტაცია, როცა ცოტა დრო გვრჩება?

რა შეიცვლება ABK-ში, ახალი არტ დირექტორის, თინა (თითიშკა) გორდელაძის ხელმძღვანელობით?