16
Jul
2019

როგორია “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” ინსპირაციით შექმნილი სათვალე? – Tens-ის კამპანია

16 Jul 2019

Elit Electronics
Elit Electronics


ოდესმე გინატრიათ, თქვენი ცხოვრება ვეს ანდერსონის ფილმს რომ ჰგავდეს? ყოველდღიურობას მისი კინოფილტრებით რომ უყურებდეთ? შესაძლოა, ეს ოცნება სულაც არ იყოს შეუძლებელი. Tens-მა სათვალის ჩარჩოს ახალი დიზაინი გამოუშვა, რომელიც “ინსტაგრამის” გაცოცხლებულ ვარიანტს წარმოადგენს. ბრენდმა გამოუშვა კოლექცია Spectachrome, რომელიც ვეს ანდერსონის ფილმების ინსპირაციითაა შექმნილი. Spectachrome-ის ლინზები ფილმების ფილტრებზეა დაფუძნებული, მაგალითად “ამომავალი მთვარის სამეფო”, “სამეფო ტენენბაუმი” და “სასტუმრო შევალიე”. კოლექცია შეიქმნა სამი მეგობრის, კრისის, მარტისა და ტომის ფოტოგრაფიულ და კინემატოგრაფიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

 

განხილვა