საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში – „გრანდ ელექტრონიქსი”, სადღესასწაულო სამზადისია! 20 ივნისს კომპანიის ინტერნეტ მაღაზიას დაბადების დღე აქვს და 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, „გრანდ ელექტრონიქსს” სასიამოვნო შეთავაზებები აქვს მომხმარებლისთვის. კერძოდ, 19, 20 და 21 ივნისს ინტერნეტმაღაზია grandel.ge-ზე შესულ მომხმარებელს მრავალფეროვანი ფასდაკლებები დახვდება სხვადასხვა ბრენდსა და პროდუქციაზე. ფასდაკლება შეეხება სრულ ასორტიმენტს და ზოგიერთ პროდუქტს 70%-იც კი დააკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საყოფაცხოვრებო ან ციფრული ტექნიკის შეძენა გინდოდათ და შეღავათიან ფასს ელოდით, ახლა სწორედ სურვილის ახდენის შანსი გეძლევათ. თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ შეთავაზება ინტერნეტმაღაზიას ეხება, არც სახლიდან გასვლა მოგიწევთ და მიტანის მომსახურებასაც მიიღებთ, რაც დამატებითი კომფორტია.
უკვე ჩამოთვლილი პირობების გარდა, „გრანდელმა” თავისი მომხმარებლისთვის კიდევ რამდენიმე სარგებელი მოიფიქრა. პირველ რიგში, ეს არის უფასო მიწოდება თბილისსა და რუსთავში. მეორე კი ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ადგილზე, ნივთის მიღების შემდგომ.
„გრანდ ელექტრონიქსი” საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ფართო ქსელია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ როგორც ონლაინ გაყიდვებს, ისე ფილიალების არჩევანს თბილისსა და რუსთავში. მის პლატფორმაზე მრავალფეროვანი ბრენდებია წარმოდგენილი, რომლებიც სურვილისამებრ შეგიძლიათ აარჩიოთ.
[R]