in

ერთად – ერთმანეთისთვის – „გრანდ ელექტრონიქსი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

2020 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვების „ონლაინ“ სივრცეში სრულად ან მეტწილად გადატანა იყო. ბევრი კომპანია არ აღმოჩნდა მზად მასშტაბური ცვლილებებისთვის, რომელიც COVID-19-მა მოგვიტანა. ეს ცვლილებები როგორც მომხმარებელს, ისე გაყიდვების სფეროში მომუშავე კონსულტანტებსა და მენეჯერებსაც შეეხოთ. 2020 წლის მთავარი, პირველი დარტყმა ბიზნესმა და დასაქმებულებმა სწორედ ამ კუთხით მიიღეს.

COVID-19-მა დამსაქმებლებიც და დასაქმებულებიც მნიშვნელოვანი ცვლილების წინაშე დაგვაყენა: ადრე თუ გვიან, ჩვენი უმრავლესობის სამუშაო პროცესი დისტანციურ სამუშაოდ გარდაიქმნება. ახალმა ვირუსმა ეს რეალობა მოულოდნელად, უხეში გზებით დაგვანახა – მილიონობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. თუმცა, 2020 წლის ბოლოს უკვე გამოჩნდნენ კომპანიები ინოვაციური გადაწყვეტილებებით.

ახალი გამოწვევების პირობებში, როდესაც ძველი მეთოდები ყოვლად გამოუსადეგარი გახდა, ეფექტური, სრულიად ახლებური მიდგომების შემუშავება გახდა საჭირო. ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „გრანდ ელექტრონიქსი“ ქართულ შრომით ბაზარს სრულიად ინოვაციური და მასშტაბური სიახლე შესთავაზა: „გრანდის“ ტექნიკის გაყიდვა და აღნიშნული პროცესის საშუალებით თანხის გამომუშავება, დღეიდან უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ჩვენ შევქმენით სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რომელზე დარეგისტრირებაც ჩვენთან დასაქმების ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – აცხადებს ნიკოლოზ ჩიღუნაძე, კომპანიის COO – „თავდაპირველად ეს სისტემა მოვიფიქრეთ მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისათვის – კონსულტანტებისთვის და მაღაზიების მენეჯერებისთვის, რათა მათთვის სამსახური შეგვენარჩუნებინა. თუმცა, ზუსტად 2 დღეში იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას, რომ გადავწყვიტეთ, აღნიშნული იდეა იმსახურებდა, უფრო ფართო მასშტაბები მოეცვა და სახსრების მოძიების შესაძლებლობა ყველასათვის თანაბრად მიგვეცა“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პირველი კარანტინის პერიოდში თანამშრომლების სრულად შენარჩუნება შეძლო (ხელფასიანად). თუმცა მეორე ეტაპის შეზღუდვებმა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მით უმეტეს, რომ გუნდი გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზარდა, ქსელს კი კიდევ ერთი ფილიალი დაემატა, საბურთალოს „სითი მოლში“.

„სწორედ ამ ერთი შეხედვით გამოუვალმა მდგომარეობამ გვიბიძგა გაყიდვების ინოვაციური მოდელი შეგვექმნა.

შესაბამისად, „გრანდ ელექტრონიქსმა“ ყველას თანაბრად მისცა საშუალება, სახლიდან გაუსვლელად გაყიდონ პროდუქცია, მიიღონ თავიანთი წილი პროცენტი თითოეული გაყიდული ტექნიკიდან და გამოიმუშაონ ყოველთვიური შემოსავალი“.

პრინციპი მარტივია: თითოეული მსურველი, ანუ პარტნიორი, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მიიღებს ანგარიშს და ინდივიდუალურ პრომო კოდს. მომხმარებელი პროდუქციის „ონლაინ“ შესყიდვის დროს, აღნიშნულ პრომო კოდს შეიყვანს, შესაბამისად, სისტემაში აისახება, რომელმა თანამშრომელმა გაყიდა კონკრეტული პროდუქტი და მას პროცენტი ჩაერიცხება.

„ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ასეთ რამეს: გამოიყენონ თავიანთი კრეატიულობა, ნებისმიერი სოციალური ქსელი, არხი და ნებისმიერი მედიუმი ტექნიკის გასაყიდად. ჩვენი მხრივ კი მათ მთელი ოფისი მოვემსახურებით: დიზაინებით, სარეკლამო პოსტერებით, ბანერებითა თუ სხვა მასალებით; მარკეტინგული შეფუთვით, მიწოდებით და ა.შ.“ – ამბობს ნიკოლოზ ჩიღუნაძე.

მისი თქმით, ანაზღაურება და პროცენტები განსხვავებული იქნება თითოეულ ეტაპზე და მოიმატებს თვის ჭრილში ნავაჭრი სრული თანხის საფუძველზე. თუკი გაყიდვების მაჩვენებელი, რამდენიმე თვის განმავლობაში, სტაბილურად შენარჩუნდება, თანამშრომელი უკვე ფიქსირებულ ანაზღაურებაზე გადავა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პრემიებიც, გაყიდვების მიხედვით.

ნიკოლოზ ჩიღუნაძე ამბობს, რომ მსგავსი მოდელი არა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს, არამედ მომხმარებელს ნელ-ნელა „ონლაინ“ შოპინგის მიმართულებაზე გადაიყვანს და მას ნდობასა და საჭირო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს.

„გარდა ოფისის მომსახურებისა, ჩვენს პარტნიორებს ტრენინგებსაც ვთავაზობთ პროდუქციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, სარეკლამო და განთავსების ბიუჯეტიც სრულად იქნება ანაზღაურებული ჩვენ მიერ“.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება შანსი, თავისი იდეა პროექტად სწორედ „გრანდ ელექტრონიქსში“ აქციოს. ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით კომპანია ამ საქმიანობაში თავიდან ბოლომდე, დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იქნება ჩართული.

დღეის მონაცემებით, თანამშრომელთა 80%-ზე მეტი უკვე ჩართულია აღნიშნულ სისტემაში. როგორც ნიკოლოზ ჩიღუნაძე ამბობს, სისტემა მათ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. მაგალითად, თუკი მათი ნავაჭრი  თვეში 100 ათას ლარს მიაღწევს, ისინი უკვე თანამშრომლები კი არა, დილერები გახდებიან. ეს კი ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა ეძლევათ, „გრანდის“ პარტნიორი ბიზნესმენების პოზიციაზე გადაინაცვლონ.

„გრანდში“ ამისათვის უკვე შექმნილია შიდა საკომუნიკაციო ჯგუფები, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ დღის რეიტინგებსა და ლიდერ-ბორდს. თითოეული არსებული თუ ახალი თანამშრომლისა და პარტნიორის შესახებ დაწინაურების გადაწყვეტილებას კი მენეჯმენტი ინდივიდუალურად მიიღებს.

„გრანდ ელექტრონიქსში“ ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტი, მინიმუმ, პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდება. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ სისტემამ „ლოქდაუნის“ შემდეგაც განაგრძოს ფუნქციონირება.

 

[R]

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს გადასარჩენად! ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადება

„საქართველოს ბანკი“ ინოვაციების დანერგვას განაგრძობს