მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა, გრანდ ელექტრონიქსმა, რიგით მე-5 ფილიალი დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, რუსთავი მოლში გახსნა და ახლა უკვე რუსთავის მაცხოვრებლებსაც ანებივრებს ტექნიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტით.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიაში სტუმრობა სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული. ახალი ფილიალი თანამედროვე სტილის დაგეგმარებითა და დიზაინით გამოირჩევა და სრულად ერგება მომხმარებელთა საჭიროებებს. ეს არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ზონებად არის დაყოფილი და საგრძნობლად ამარტივებს სასურველი ნივთის ძიების პროცესს.
ამას გარდა, აღსანიშნავია, კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრებით შემდგარი გუნდი, რომელიც მუდამ მზად არის მაღაზიის სტუმარს მაქსიმალურად ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია, გაუადვილოს ნივთის შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გრანდ ელექტრონიქსმა არაერთი ერთგული მომხმარებელი სწორედაც რომ მისი თავდაუზოგავი პერსონალის გულითადი მომსახურების წყალობით დაიმსახურა.
აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს მისთვის სასურველ ნივთს. მაღაზიაში წარმოდგენილია მრავალი ცნობილი ბრენდის პრემიუმ თუ ხელმისაწვდომი ღირებულების ტექნიკა. თაროებზე თავს იწონებს ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: LG, TOSHIBA, SAMSUNG, MIDEA, BEKO, ARDESTO, PHILIPS, BOSCH, NINJA, HYUNDAI, ARISTON, WARMHAUS, PANASONIC, XIAOMI, BERETTA, ELECTROLUX და სხვა.
მაღაზია ყველა საჭირო მსხვილი, წვრილი და ციფრული ტექნიკის ფართო ასორტიმენტს აერთიანებს, რაც მომხმარებელს უქმნის სრულ კომფორტს, ერთ სივრცეში შეიძინოს სამზარეულოს ტექნიკა, თავის მოვლის აქსესუარები, კომპიუტერული თუ ციფრული ტექნიკა, მობილურები და აუდიო-სისტემები, კლიმატური ტექნიკა და სხვა. შეძენის შემთხვევაში კი ისარგებლოს უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისით თბილისისა და რუსთავის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღაზია თბილისის ფარგლებს გარეთ. დედაქალაქის მასშტაბით კი, გრანდ ელექტრონიქსის 4 საკმაოდ წარმატებული ფილიალი ფუნქციონირებს – საბურთალოს სითი მოლში, ისთ ფოინთში, მეგალაინსა და გლდანში. გარდა offline-ისა, კომპანია წარმოდგენილია online სივრცეშიც და მომხმარებელს ვებგვერდზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან კომფორტულად შოპინგის საშუალებას აძლევს.
გრანდ ელექტრონიქსი კომპანიის ზრდა-განვითარებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესში გამოვლენილი სურვილებისა და საჭიროებების განხორციელებაზე. სწორედ ამიტომ, მათ მუდმივად აძლევს შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და კონკურენტული ფასებით ყველა კატეგორიის ტექნიკაზე.