20
Jun
2019

გამართლდა ქართველების პროგნოზი? – გრან პრის მფლობელი კამპანიები კანიდან

20 Jun 2019

კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი აქტიურ ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ ის კამპანიები, რომლებმაც, გასულ წელს, ყველაზე მეტად იხმაურეს, ყველაზე გულწრფელი ემოციები გამოიწვიეს, საუკეთესო მუსიკა შეურჩიეს რეკლამას ან თუნდაც, ბილბორდით, სათქმელი ეფექტურად მიიტანეს აუდიტორიამდე –  მოკლედ, ყველაზე კრეატიული ნამუშევრები კანის ლომებით ჯილდოვდებიან.

ესაა ფესტივალი, სადაც 30 კატეგორიაში ყველაფერს აფასებენ, ყველა დეტალს და რადგან წელს, 30 953 განცხადებაა, 89 ქვეყნიდან, შევეცდებით, იმ კამპანიების წარმატება გაგიზიაროთ, რომლებმაც ჩვენზეც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და ამასთანავე, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების პროგნოზებიც გაამართლეს.ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განახლდება, რადგან გამარჯვებულები 21 ივნისამდე ვლინდება.

Nike-ის კამპანია Dream Crazy-ს თავიდანვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტეგრირებულ კამპანიას გამარჯვებას ძალიან ბევრი უწინასწარმეტყველებდა. ამ შემთხვევაში Outdoor კატეგორიაში მოიპოვა გრან პრი, კოლინ კაეპერნიკის ბილბორდმა, თუმცა FILM-შიც ველით კანის ლომს ამ კამპანიისგან. ესაა კამპანია, რომლითაც ნაიკიმ “Just Do It-ის” 30 წელი აღნიშნა.

ჩაილდიშ გამბინოს ‘THIS IS AMERICA-მ’ კი ENTERTAINMENT FOR MUSIC კატეგორიაში დაიმსახურა გრან პრი.

რაც შეეხება ბურგერ კინგის 1 ცენტიან ვუპერს, რომლის გამარჯვებაშიც კრეატიული ინდუსტრია შეიძლება ითქვას, დარწმუნებული იყო, მან DIRECT კატეგორიაში დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო – გრან პრი.

СRAFT კატეგორიაში კი droga5-ის მიერ The New York Times-ისთვის შექმნილმა „სიმართლე ამად ღირს“ კამპანიამ მოიგო გრან პრი.

აქვე, გთავაზობთ ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების პროგნოზს, წელს, რომელი კამპანია მოიპოვებდა კანზე გამარჯვებას: ფოლკერ ვრაგე, ლევან ლეფსვერიძე, გიორგი ავალიანი, ქეთო ბარაბაძე, watergunz, თამარ ცინცაძე, ეკა ყიფიანი და ასევე, marketer-ის პროგნოზი:

განხილვა