in

2022 წელს Grand Theft Auto-ს განახლებულ ტრილოგიას ვიხილავთ!

ისინი არსებული თამაშების ძლიერ მოდიფიცირებულ ვერსიებს ჰგავს

veon
veon

Rockstar Games Dundee სტუდია PS2-ის ეპოქის Grand Theft Auto თამაშის განახლებულ ვერსიებზე მუშაობს: Grand Theft Auto 3, Grand Theft Auto: Vice City და Grand Theft Auto: San Andreas. მათი გამოშვება 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისშია დაგეგმილი და ისეთ მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი, როგორიცაა PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X და S, Switch, PC, Stadia და მობილური ტელეფონები.

საგულისხმოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები განახლებული სათაურების შესახებ. Rockstar Games-ის მშობელმა კომპანიამ Take-Two Interactive კი დაადასტურა, რომ ძველი თამაშების “სამ გაუთვალისწინებელ” გამეორებას გამოუშვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი არსებული თამაშების ძლიერ მოდიფიცირებულ ვერსიებს ჰგავს. ალბათ, ამას ისიც განაპირობებს, რომ კომპანია ერთგული რჩება ორიგინალების მიმართ, რაც კლასიკური ინტერფეისის შენარჩუნებასაც გულისხმობს. ამასთან, განახლებული ტრილოგიის წარმატების შემთხვევაში, Red Dead Redemption-ის განახლებაც იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგიის სცენარი სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სამყაროს მოიცავს, ისინი ერთი საერთო სამყაროს ნაწილია. გარდა ტრილოგიისა, Rockstar-მა ასევე ორი PSP თამაში გამოუშვა – Liberty City GTA3 და Vice City, რომლებიც მოგვიანებით ტრადიციულ კონსოლებში იქნა გადატანილი.

ახალი ნაბიჯი მობილურ ინოვაციებში: წარმოგიდგენთ Galaxy Z Fold3 5G-სა და Galaxy Z Flip3 5G-ს – გადაშალე ახალი ინოვაციების სამყარო

2021 წლის ივლისი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო!