სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, Rockstar Games-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა Grand Theft Auto VI-ის თრეილერი. აქვე ვიგებთ, რომ თამაში 2025 წელს გამოვა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
თრეილერის მიხედვით, თამაშის ძირითადი მოქმედება კვლავ Vice City-ში ხდება, თუმცა საინტერესო სიახლეები ნამდვილად გველის. მაგალითად, თამაშის დიდი ნაწილი დაეთმობა სოციალურ მედიას; ასევე, ჩნდება ახალი ქალი პერსონაჟი, სახელად ლუსი — ის ციხეში იწყებს მუშაობას, რაც ნარატივის საინტერესო განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული.











