თამაშის სამყაროს ერთ-ერთი გავრცელებული ჭორი დადასტურდა – Rockstar Games კვლავ უშვებს სამ Grand Theft Auto თამაშს. ესენია Grand Theft Auto III, GTA: Vice City და GTA: San Andreas.
ახალი თამაშები წლის ბოლოდან ხელმისაწვდომი იქნება ისეთ მოწყობილობებზე, როგორიცაა Nintendo Switch, PlayStation 4, PS5, Xbox One, Xbox Series X/S და PC. ასევე, უკვე 2022 წლიდან თამაშების სერია ჩაეშვება iOS და ანდროიდ მოწყობილობებზე.
როგორც Rockstar აღნიშნავს, თამაშებს განახლებული გრაფიკა და “თანამედროვე თამაშის გაუმჯობესება” ექნება. თუმცა ორიგინალ ვერსიებთან კავშირს მაინც შეინარჩუნებს, თავისი მახასიათებლებით და შეგრძნებით. ცვლილებების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სამივე თამაში კლასიკურია, მათი ვიზუალი, შესაძლოა, არც ისე კარგად გადმოსცემდეს ძველ ელფერს.
ამასობაში Rockstar მომავალი კვირიდან ციფრული მაღაზიებიდან ამოიღებს GTA III-ს, Vice City-სა და San Andreas-ს ორიგინალ ვერსიებს. ხოლო მომხმარებლებს, რომლებმაც ისინი ადრე იყიდეს, კვლავ შეეძლებათ მათი ჩამოტვირთვა.
აღსანიშნავია, რომ GTA ერთადერთი არ არის, რომელზეც Rockstar მუშაობას. ამასთან ერთად, იგეგმება Grand Theft Auto V-ის გაფართოებული და გაუმჯობესებული ვერსიის შექმნა, რომელიც მომავალი წლის მართიდან PS5-სა და Xbox Series X/S-ზე იქნება ხელმისაწვდომი.











