in

„კრწანისი გრანდე” – მშვიდი და ჯანსაღი გარემო თბილისის ცენტრში. ნახეთ, როგორ იქმნება პრემიალური ხაზის საცხოვრებელი კომპლექსი

საქმიან და დატვირთულ ყოველდღიურობაში, დედაქალაქში რთულია ისეთი საცხოვრებელი გარემოს მოძებნა, სადაც ბუნებასთან სიახლოვეს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობთ და სახლში დაბრუნებულებს განტვირთვის საშუალება მოგეცემათ. თბილისის ძველ უბანთან სამ კილომეტრში, კრწანისის სარეკრეაციო ზონის მიმდებარედ, „გრანდე ჯგუფის“ პრემიალური ხაზის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომელიც გამორჩეულ ეკოსისტემას ითვალისწინებს. „კრწანისი გრანდე“ – ასე ჰქვია გარემოს, რომელიც საცხოვრებელი ბლოკების გარდა, ღია თუ დახურულ გასართობ და დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. პროექტის ავტორებს სურდათ, რომ მობინადრეებს, მაქსიმალური კომფორტის გარდა, უსაფრთხოების განცდაც ჰქონოდათ. აღსანიშნავია პროექტის ხარისხიც, რაც საერთაშორისო სტანდარტებთანაა თანხვედრაში. ცხოვრობდე თბილისის გულში, ყოველდღიურად გადმოჰყურებდე ქალაქსა და მის შემოგარენს – ეს „კრწანისი გრანდეს“ ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა გახლავთ. პროექტის ეკოსისტემაზე „გრანდე ჯგუფის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელს, დაჩი ფოჩხუას ვესაუბრეთ.

 M: ჯანსაღი გარემო, ნაკლები ხმაური და თბილისის ცენტრთან სიახლოვე ნამდვილად მიმზიდველი გარემოებაა ადამიანებისთვის, რომლებიც საცხოვრებელს ეძებენ. გვიამბეთ „კრწანისი გრანდეს“ საცხოვრებელი კომპლექსის ეკოსისტემის შესახებ…

იდეალური საცხოვრებელი ადგილის კონცეფცია თბილისის ცენტრალურ უბანში – ეს არის „კრწანისი გრანდეს“ ის მთავარი ნიშა, რომელიც ჩანასახშივე ჩავიფიქრეთ და უდავოდ, სასურველ მიზნამდე ყოველგვარი გადაცდომის გარეშე მივედით. ფიქრმა, თუ რა აქცევს იდეალურად საცხოვრებელ სივრცეს საუკუნეში, რომელიც ინდუსტრიული და ტექნოლოგიურია, სამ ძირითად ასპექტამდე მიგვიყვანა: ყველაზე მნიშვნელოვანი უნიკალური ეკოსისტემაა, რომელიც ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უალტერნატივო შესაძლებლობას იძლევა. მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ყველა საჭირო სერვისის ერთ, კომფორტულ სივრცეში არსებობა, რაც მობინადრეებისთვის ნიშნავს შანსს, მეტი დრო დაუთმონ ყველაზე ძვირფასს – ოჯახს.

კრწანისი მიმზიდველი და პრესტიჟული უბნის სტატუსს დიდი ხანია ატარებს და არის გამორჩეული ადგილი თბილისის ცენტრში, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთა, ხოლო გარემო ყველაზე ჯანსაღია. ჯანსაღ მიკროკლიმატს თან ერთვის ეკომეგობრული და გარემოსთან სწორად პროექტირებული კომპლექსი, რომლის თითოეული საცხოვრებელი ბინიდანაც პანორამული ხედები ქალაქსა და მთებზე იშლება. გარდა ამისა, 10,000 კვადრატული მეტრი მობინადრეებისთვის განკუთვნილ, დახურული ტიპის სარეკრეაციო სივრცეს ეთმობა.

M: რა არის პროექტის უპირატესობა და როგორი მობინადრეებისთვისაა იდეალური?

ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოსთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ყველა იმ სერვისის ერთ სივრცეში თავმოყრაა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად იძლევა ჯანსაღად ცხოვრების შესაძლებლობას. კომპლექსში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობაა განკუთვნილი. ხელმისაწვდომია ფიტნეს დარბაზი, სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი პროცედურები… მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ახალ სახლს, არამედ – ცხოვრების ახალ სტილს და გარემოს, რომელიც ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება.

პრემიალური ხაზის საცხოვრებელი უბანი ხარისხის უმაღლეს სტანდარტს პასუხობს. მონოლითური ტიპის მშენებლობა მეტ მდგრადობას გულისხმობს და გათვლილია 8-ბალიან მიწისძვრაზე. შენობა 100%-ით ენერგოეფექტურია, გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული სამშენებლო მასალები, რომელიც დამატებით უზრუნველყოფს თბო და ხმის განსაკუთრებულ იზოლაციას.

საცხოვრებელ კომპლექსში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ არის გათვალისწინებული ყველა ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორი და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. კორპუსები აღჭურვილია დამოუკიდებელი ელექტოგენერატორითაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. ლიფტები პრემიუმ ხარისხის არის, ხოლო თითოეულ ბლოკს ეკუთვნის სამდონიანი საპარკინგე სივრცე და სპეციალური ზონა ელექტრო მანქანების დასამუხტი წერტილებით.

„კრწანისი გრანდე“ თბილისის კულტურული ცენტრიდან, აბანოთუბნიდან 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. მის გარშემო 12-მდე საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობაა განთავსებული. მსგავსი სამეზობლო ტერიტორიის უპირატესობა მობინადრეებისთვის, სიმყუდროვესთან ერთად, დაცულობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შეგრძნებას ბადებს.

M: როგორც ვიცით, კომპლექსის A და B ბლოკების მშენებლობა უკვე დასრულებულია. რა ეტაპზეა მიმდინარე პროექტი?

დიახ, A/B ბლოკების მშენებლობა ვადაზე ადრე დავასრულეთ და მობინადრეების განსახლების პროცესიც უკვე დაწყებულია. ბინები ე.წ. მწვანე კარკასით ბარდება, რაც სარემონტო მიმართულებით, დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. გაყიდვების რაოდენობამ იდეის წარმატებულობა დაგვიდასტურა.

უკვე დავიწყეთ C ბლოკის მშენებლობაც, რომელიც მეპატრონეებს 2024 წელს ჩაბარდება. კომპლექსის მშენებლობის პარტნიორია „საქართველოს ბანკი,“ რაც სამუშაოების მითითებულ ვადებში დასრულების გარანტიას იძლევა. C ბლოკში კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზეთ მას, ვისაც პრემიალური ხაზის საცხოვრებელ უბანში დასახლება უნდა. მობინადრეების მეტი კომფორტისთვის, C ბლოკის კომერციული ნაწილი თბილისში წამყვანი ჰიპერმარკეტების ქსელთან ერთად დაპროექტდა. ასევე, განთავსდება ბანკი, აფთიაქი და კვების ობიექტები.


M: რა პირობებს სთავაზობთ დაინტერესებულ მყიდველებს?

ახალი წლის ახალი და თბილი სეზონი სპეციალური ფასდაკლებით დავიწყეთ – გაზაფხულზე დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, C ბლოკში არსებული საცხოვრებელ ბინები 10%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა და შიდა, უპროცენტო განვადება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტია მათთვის, ვისაც პრემიალური ხაზის საცხოვრებელ კომპლექსში სურს ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრება.

M: რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის წარმატების ფორმულა გახლავთ სწრაფვა უწყვეტი განვითარებისკენ. ამ ფორმულას არც ჩვენ ვღალატობთ. ჩვენი მიზნები „კრწანისი გრანდეს“ მშენებლობით არ დასრულდება. გვექნება მუდმივი კომუნიკაცია კომპლექსის მობინადრეებთან სერვისებისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად. ასევე, ვგეგმავთ, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დასახლებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი პროექტი და სიახლე შევთავაზოთ და ქართული ურბანიზაციის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი.

[R]

როგორ გავაუმჯობესოთ მარკეტინგული სტრატეგია, ზეტ თაობის მიმართულებით?

„თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დირექტორი თამარ წიკლაური გახდა